იმისთვის, რომ იპოვო საკუთარი თავი, უნდა სცადო... გვიყვება ნატალია ოსმანი!

მოგზაურობის ცნობილი ბლოგის ვარსკვლავი #FollowMeTo იპყრობს ახალ მწვერვალებს თავისი საკუთარი მოდური პროექტით. მისი სახე ამშვენებს პრიალა ჟურნალების გარეკანს მთელს მსოფლიოში, მას მოუთმენლად ელიან პლანეტის წამყვანი მოდის კვირეულებზე და ელიტარულ ღონისძიებებზე. ნატალია ოსმანი არ მიყვება ტრენდებს — ის მათ თავად ქმნის, საკუთარი ინდივიდუალიზმის და ჯანსაღი თვითკრიტიკის დაკარგვის გარეშე.

თქვენი საკუთარი მოდური პროექტი — ეს თქვენი წინსვლის გონივრული გადაწყვეტაა?
პროექტის #FollowMeTo ფარგლებში მე მუდმივად დაკავებული ვარ იმიჯების შექმნით ფოტოებისთვის, მოგზაურობისას ვხვდები ადგილობრივ დიზაინერებს, ვსწავლობ მათ ისტორიას და კულტურას. ჩვენს მიმდევრებს ყოველთვის აინტერესებთ, რა კაბაა კადრში, რა საშუალებებით შეიქმნა მაკიაჟი. ინსტაგრამზე ჩემი პირადი გვერდი გახდა ოჯახური პროექტის ლოგიკური გაგრძელება. მოგზაურობის და ადგილობრივი ისტორიების სიყვარული უცვლელი დარჩა. ჩემს განრიგში არა მარტო მილანი, პარიზი და ნიუ-იორკია — მე ძალიან მიყვარს მოდის კვირეული საქართველოში, კიევში, ვგეგმავ მოგზაურობას სეულში.

როგორ ახერხებთ იყოთ მოდური, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი? რაშია თქვენი საიდუმლო? როგორ არ გავხდეთ ტრენდების მსხვერპლი მსოფლიოს მოდის სამყაროში?
თანამედროვე სამყაროში ჩვენ ინფორმაციის დიდ ნაკადს ვღებულობთ. იმდენად ბევრი იმიჯი და სურათია, იმდენი ტრენდია, რომ თავის შეკავება შეუძლებელია. ტრენდები მისასალმებელია, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ისწავლო გონივრული არჩევანის გაკეთება. არ ღირს მათ მიმართ მტრული დამოკიდებულება, უბრალოდ უნდა გაითავისოთ ისინი.

შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენს ცხოვრებაში რომელიმე მოდური ტენდენცია, რომელსაც ნანობთ რომ ფეხი აუწყვეთ?
დიდი მადლობა დედაჩემს, რომელმაც ბავშვობიდან მომცა ექსპერიმენტების საშუალება და რითაც მე ბავშვობიდან გათამამებული ვიყავი: სკოლის პერიოდში იყო მწვანე ტუჩსაცხი ბზინებით, თითქმის ყველა ფერის თმა — მახსოვს ვიღებავდით თმას ცარცით და ტუშით, ასევე მოდაში იყო საშინელი გიგანტური დასაწეპებელი ფრჩხილები. ახლა ეს ყველაფერი საშინლად მახსენდება, მაგრამ მაშინ ექსპერიმენტები ნამდვილი ბედნიერება იყო. იმისთვის, რომ საკუთარი თავი იპოვო უნდა სცადო, ახალგაზრდობა — ამისთვის საუკეთესო პერიოდია.

სრული ინტერვიუ ნატალია ოსმანთან იხილე საგაზაფხულო სილამაზის წიგნში.

ტექსტი: ფოტო: პაველ კრიუკოვი