2. იყავი მაძებარი: «მას შემდეგ რაც დეტალურად აღწერ პოზიციას, შეიძლება დაიწყო საჭირო ადამიანის ძებნა. ეს ნაწილობრივ დეტექტივის სამუშაოს გავს. WES-ის სპეციალისტები ეძებენ შესაფერის კანდიდატებს არა მარტო არსებული კონტაქტების ბაზაში არამედ სხვა კომპანიების თანამშრომლებს შორისაც. პირველ რიგში მიაქცევ რა ყურადღებას ქალებს, რომლებსაც შესაბამისი პოტენციალი და გამოცდილება აქვთ, რაც აუცილებელია კონკრეტული პოზიციისთვის. ჩვენ ვადგენთ პოტენციური კანდიდატების სიას და ვამცირებთ მათ პირადად შეხვედრისას ან ტელეფონზე საუბრის შემდეგ».
3. ეძებე სოციალურ ქსელებში, მაგრამ შეხვდი პირადად: «ვინაიდან სილამაზის და კოსმეტიკის სიყვარული აუცილებელი პირობაა ორიფლეიმის კონსულტანტისთვის, შესაბამისი კანდიდატების ძებნა სოციალურ ქსელებში მეტად ეფექტური იქნება. მხოლოდ პირადი შეხვედრა მათთან ვინც დაგაინტერესათ დაგეხმარებათ გაიგოთ რა იმალება პირველი შთაბეჭდილების შემდეგ».
4. აირჩიე საუკეთესო კანდიდატი და არა შენი საუკეთესო მეგობარი: «ჩვენ ყველა მიდრეკილები ვართ უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის კარგად არიან ცნობილნი. ჩვენ მეგობრულ განწყობილებებს ვაყენებთ პროფესიულ ღირსებებზე წინ და მზად ვართ შევთავაზოთ თანამდებობა მათ, მაგრამ ამის კეთება დიდი შეცდომაა. ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა მეტად დინამიური გახადო - აიყვანო სამსახურში საერთოდ უცხო ადამიანი, რომელიც არაფრით გგავთ თქვენ. ამისთვის ყოველთვის უნდა გახსოვდეს თუ რა ღირსებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული თქვენთვის საჭირო ადამიანი».
"შესაბამისი კანდიდატების ძებნა სოციალურ ქსელებში მეტად ეფექტური იქნება ".
5. რა, რატომ და როგორ: «გასაუბრების მსვლელობისას უნდა მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია შენს კანდიდატზე. ცოტაა უბრალოდ ჰკითხო რითაა დაკავებული, მთავარია გაიგო როგორ აკეთებს ამას და რატომ აკეთებს ასე. პასუხები ამ კითხვებზე მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის რათა გაიგო რა ამოძრავებს ადამიანს და რა არის მოტივაცია».6. რას მივიღებ? «როდესაც გასაუბრებას ატარებ არ დაგავიწყდეს მოუყვე კანდიდატს პერსრექტივებზე. როდესაც ადამიანი მზადაა ჩადოს რაიმე ორგანიზაციაში : თავისი დრო და ძალა, ის უნდა ხედავდეს თუ რა მოგება ელოდება მას».
აპირებ შემოუერთდე ოროფლეიმს?
თუ შენ ორიფლეიმის კონსულტანტი ხარ განყოფილებაში სწავლება შენ გაიგებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბიზნეს ტრენინგის და უფასო კურსების შესახებ.