როგორ ვიცხოვროთ დანაშაულის გრძნობის გარეშე

მოგითხრობთ, რა საოცრებები შეიძლება მოახდინოს საკუთარი თავის სიყვარულმა.

1. დაეხმარე საკუთარ თავს
იმის ნაცვლად, რომ გადაარჩინოთ კაცობრიობა, მეგობრები, საყვარელი და ახლობელი ადამიანები, ყურადღება დაუთმეთ თქვენს თავს. გახსოვდეთ, რომ საკუთარი სურვილები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების სიცოცხლე და ბედნიერება. და თქვენ არ უნდა იგრძნოთ თავი დამნაშავედ იმიტომ, რომ ირჩევთ თქვენს თავს. და არ არის საჭირო ვინმეს სიყვარული დაიმსახუროთ. თქვენ უბრალოდ ღირსი ხართ სიყვარულის. როდესაც ეხმარებით თქვენს თავს იყოთ ბედნიერი, თქვენს გვერდით ყოფნა უფრო სასიამოვნოა.  

როგორ დავამყაროთ წესრიგი: თანდათანობით ჩართეთ დღის წესრიგში თქვენი საქმეები. გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინ გქონდათ გადადებული. დარჩით სახლში, როდესაც ვერ გრძნობთ თავს კარგად. აიღეთ დამატებითი დასვენების დღე და მთელი დღე უყურეთ კინოს. შეხვდით მეგობრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. ადრე დაწექით დასაძინებლად.    

2. არ უპასუხო მაშინვე
ყოველთვის, როდესაც დახმარებისთვის მოგმართავენ, სთხოვეთ დრო მოგცენ მოსაფიქრებლად. ეს შესაძლებლობას მოგცემთ გონივრულად შეაფასოთ, გაგაჩნიათ თუ არა რესურსები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ რისკავთ ისეთი პასუხისმგებლობა აიღოთ თავზე, რომელიც თქვენი შესაძლებლობების არათანაზომიერი იქნება.

როგორ დავამყაროთ წესრიგი: დაფიქრდით, ცხოვრების რომელ ნაწილში ღებულობთ აჩქარებულ გადაწყვეტილებებს. და დაიწყეთ «არა»-ს თქმა. ეს დიდებული სიტყვაა და გეხმარებათ საზღვრების მოწყობაში, რათა თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ და არა სხვების პრობლემებით იყოთ დაკავებული.

3. ნუ აიტანთ ტკივილს ან ავადყოფნას
არ არის არანაირი გმირობა იმაში, რომ იტანჯოთ. ტანჯვაში შეიძლება ვიგულისხმოთ სამსახურში სიარული, როდესაც ავად ხართ, მუშაობა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან საკუთარი მოთხოვნილებების ნებისმიერი სხვა იგნორირება სხვების გულის მოსაგებად. ეს გმირად არ გაქცევთ მათ თვალში. როდესაც ავად ხართ, შეიძლება სხვებს გადასდოთ. როდესაც საჭიროზე მეტს მუშაობთ და ქრონიკულად დაღლილი ხართ, ვეღარ ერევით უბრალო დავალებებსაც. ასე არ შეიძლება.

როგორ დავამყაროთ წესრიგი: აწარმოე დღიური ან დილის ფურცლები. ყოველ დღე დაუთმეთ 15 წუთი იმას, რომ დაწეროთ იმის შესახებ, თუ რას გრძნობთ - ფიზიკურად და მენტალურად. ამით ორ კურდღელს ერთად მოკლავთ: თავს დააღწევთ ნეგატიურ ენერგიას და იპოვით პასუხებს თქვენს კითხვებზე. 

4. გააკეთე ის, რაც გიყვარს
აკეთოთ ის, რაც არ მოგწონთ, იმუშაოთ მოძულებულ სამსახურში, იცხოვროთ იმათთან ერთად, ვინც არ არის თქვენი ღირსი განა ეს არის ის ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობთ? რა თქმა უნდა, არა. გეშინიათ რაიმე ახალის წამოწყება, გამოუკვლეველ მიწაზე დაბიჯება და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება? გვესმის თქვენი. მაგრამ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება უფრო საშიშია და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

როგორ დავამყაროთ წესრიგი: იფიქრეთ იმაზე, რის გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ. ხატვა? მოძებნეთ ხატვის კურსები სახლთან ახლოს. ცეკვა? შემოიარეთ ყველა სკოლა და აირჩიეთ თქვენი მოსაწონი კლასი. საკუთარი ბიზნესის დაწყება? დაესწარით ცნობილი მეწარმეების მასტერ-კლასებს და დაუსვით კითხვა გზის დასაწყისის შესახებ. იქნებ ამან შთაგაგონოთ  სტარტი?

5. ნუ ჩაიდენ გმირომას მარტოდ
ამბობენ, თუ ჩქარა გინდა სიარული მარტომ იარე. თუ შორს გინდა წახვიდე - ერთად წადით. ყველაფრის საკუთარ თავზე აკიდება არც თუ დიდი ღირსებაა. ეს უბრალოდ მძიმე სამუშაოა. სჯობს მონახოთ თანამოაზრეები და გუნდურად იმუშაოთ. 
 
როგორ დავამყაროთ წესრიგი: მოახდინეთ უფლებამოსილებების დელეგირება. ბევრი რამ არ მოითხოვს იდეალურად გაკეთებას. როდესაც მოსინჯვისა და შეცდომის დაშვების შესაძლებლობას აძლევთ სხვებს, ამით თქვენ ეხმარებით ზრდასა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებაში, ხოლო თქვენ მეტი თავისუფალი დრო გრჩებათ სასიამოვნო საქმეებისთვის.  
ტექსტი: ფოტო: Orifame