ახალი მამაკაცის ტუალეტის წყალის Excite Force პრეზენტაციაზე, მოწვეულნი იყვნენ დიმა ბილანი, ალიონა დოლეცკაია და ორიფლეიმის წარმომადგენლები.
მოწვეული სტუმრები ჩაიძირნენ Excite Force-ის მაცდური არომატის სურნელში – არომატის შთაგონებული სტიქიის ძალით და მონაწილეობა მიიღეს ინტერქტივში, რომელსაც დიმა ბილანის გარდა ალიონა დოლეცკაია ჟურნალ Interview-ს მთავარი რედაქტორი და რუსეთის ბომონდის წევრი ღირსეულად წარუძღვნენ.
შეკითხვებით მან არა მარტო დიმა ბილანს, არამედ სერგეი ანტონოვს, ორიფლეიმის კომუნიკაციის დირექტორს და ორიფლეიმის არომატების კატეგორიის გლობალურ დირექტორს კრისტინ დეკურტს მიმართა. მათ ერთად განიხილეს ჟურნალისტებს და სილამაზის-ბლოგერებს არა მარტო ორიფლეიმის განახლებული პარფიუმერული ვერსია, არამედ გაიხსენეს პირველი მამაკაცის არომატის Excite წარმატება, რომელიც, ერთ-ერთი საუკეთესო ბესტსელერია 2009 წლიდან. ასევე განიხილეს არომატის შექმნის პროცესი, ტრენდები და მრავალი სხვა.
დიმა, შენ – შემოქმედებითი ადამიანი ხარ, როგორ გესახება შენი იმიჯი ახალ სუნამოსთან ერთად? დიმა ბილანი: "მე ძალიან მომწონს ორიფლეიმის პროფესიონალურ გუნდთან მუშაობა და ჩემი ემოციების გამოხატვა არომატის მეშვეობით. სუნამოს პირველი ვერსია გამოხატავდა ჩემს შინაგან ხასიათს და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას რამდენიმე წლის წინ, Excite Force კი ჩემი ამჟამინდელი სულიერი განწყობის და მსოფლმხედველობის გამოხატულებაა. ვინ იცის, იქნებ წლების შემდეგ ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და წარმოვადგენთ ამ სუნამოს განახლებულ ვერსიას ".
კრისტინ დეკუორტმა კი სტუმრებს გაუზიარა
სუნამო Excite Force-ის თავისებურების შესახებ:
«ერთ-ერთი ნათელი ტრენდი პარფიუმერიაში - კონტრასტულობა.
მან ხაზი გაუსვა არომატის ზედა და
მთავარი ნოტების სხვაობას და აღნიშნა
სუნამოს მაგიური ძალის მიმზიდველი მხარეები».
დიმა ბილანმა ინტერვიუში ამცნო საზოგადოებას, რომ იდეალური მამაკაცის სტატუსი, რომელსაც ის ატარებს, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შეკითხვაზე, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს იდეალურ გოგონას, ის პასუხობს: «ამ საკითხს მე საკმაოდ სკურპულოზურად ვუდგები და ჩემი მოთხოვნებიც მათთდამი სერიოზულია. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი ადრინდელი ურთიერთობები ე.წ. high class-ის ქალბატონებთან».
ალიონა დოლეცკაიამაც სტუმრებს გაუზიარა
თავის შეხედულებები სიახლეზე:
«მისი აზრით ამ არომატში გაერთიანებულია მამაკაცის, როგორც სუსტი
ასევე ძლიერი მხარეები. ეს არის სუნამო,
რომელიც აფრქვევს ენერგიას და
გატყვევებს ერთი მზერით. ეს არის სუნამო უნისექსი.
პრეზენტაციამდე გავბედე და მეც ვიპკურე ეს არომატი და
ვფიქრობ, რომ ის შეუდარებელია».
იმის შესახებ, თუ როგორ დაიბადა კრეატიული კონცეფცია, მოგიყვებათ სერგეი ანტონოვი: «ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა თუ ვის უნდა გეკეთებინა ახალი Excite Force პრეზენტაცია, დიმა ბილანის ერთ-ერთმა ბრწყინვალე კლიპმა, სადაც ის წარმოგვიდგება სტიქიის (წყლის) ძალით შთაგონებული, გვიბიძგა წარმოგვედგინა იგი კატალოგში და სარეკლამო რგოლში.».
პრეზენტაციაზე შედგა Excite Force-ის ვიდეოს პრემიერა. სლოგანით «სტიქიის ძალით შთაგონებული», მთელი დარბაზი მოიცვა სტიქიის მაგიურმა მიმზიდველობამ.