Skip to main content Skip to main menu Skip to search
0 პროდუქტები კალათში

ჩვენი ისტორია

კომპანია "ორიფლეიმი" შეიქმნა 1967 წ–ს ძმები აფ იოკნიკების და მათი მეგობრის მიერ. დღესდღეობით იგი წარმოადგენს საერთაშორისო კოსმეტიკურ კონცერნს, რომელსაც 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს საკუთარი წარმომადგენლობა. ორიფლეიმთან თანამშრომლობს დაახლოებით 3 მილიონამდე კონსულტანტი, რაც შეეხება კომპანიის წლიურ ბრუნვას იგი 1,4 მილიარდ ევროს შეადგენს.

ჩვენს შესახებ

ორიფლეიმის ბიზნეს-შესაძლებლობები საუკეთესო შემოთავაზებაა პირდაპირი გაყიდვების ბაზარზე, მათთვის, ვინც ოცნებობს მაღალ შემოსავალზე და სურს სანუკვარი ოცნების განხორციელება უნიკალური ბიზნეს-კონცეფციის მეშვეობით – «გამოიმუშავე თანხა დღეს და აიხდინე ოცნებები ხვალ™».

ჰუმანური დამოკიდებულება ბუნებისა და ადამიანების მიმართ წარმოადგენს კომპანიის კორპორატიული პოლიტიკის ნაწილს. კომპანია ორიფლეიმი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელია და ამაყობს მისი როლით მსოფლიოს მრავალრიცხოვან საქველმოქმედო პროექტებში.

ჩვენი ბაზარი


Oriflame Markets - World map

საინტერესო ფაქტები

•  კომპანიის წლიური ბრუნვა 1,4 მილიარდ ევრომდე აღწევს.
•  მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიონი კონსულტანტია.
•  კომპანია წარმოდგენილია 60-ზე მეტ ქვეყანაში.
•  კომპანიას დაახლოებით 7500 თანამშრომელი ჰყავს.
•  პროდუქციის ფართო ასორტიმენტში ნატურალური შვედური ინოვაციური კოსმეტიკის დაახლოებით 1000 ერთეული შედის.
•  ორიფლეიმის კატალოგი 40 ენაზე ითარგმნება.
•  კომპანიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 100-მდე მეცნიერი და ექსპერტი მუშაობს.
•  კომპანის ფლობს 5 საკუთარ ფაბრიკას შვედეთში, პოლონეთში, ჩინეთში, რუსეთსა და ინდოეთში.
•  კომპანია პირდაპირი გაყიდვების ევროპული და რუსული ასოციაციების წევრია და იცავს ამ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსებს.
•  მაგნუს ბრენსტრომი, კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და ასევე პირდაპირი გაყიდვების ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტია. 
•  კომპანია ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელია.
•  კომპანიის კორპორატიული ოფისები მდებარეობს შვედეთსა და შვეიცარიაში.
•  2004 წლიდან კომპანიის აქციები გადის SDAQ OMX -ის საფონდო ბირჟაზე.


კომპანია თანამშრომლობს ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციასთან

2011 წლიდან ჩვენ ვართ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA). ოფიციალური პარტნიორები. ეს პარტნიორობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პოზიტიური და ენერგიული განწყობა - აი რა აერთიანებს ჩოგბურთელ ქალბატონებსა და ორიფლეიმის კონსულტანტებს. ყველა მათგანი დაჟინებით მიისწრაფის საკუთარი ოცნების ასასრულებლად და სხვებსაც უზიარებს ამ შეგრძნებას. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი და ისიამოვნონ ცხოვრებით. WTA-ს მხარდაჭერა ჩვენთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ქალთა ჩოგბურთის სპონსორობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ თითოეული ქალბატონის შინაგანი პოტენციალის გამოვლენას, მხარს ვუჭერთ მათ სწრაფვას გახდნენ წარმატებულები, ლამაზები, თავდაჯერებულები და ბედნიერები.

იმისათვის, რომ მუდმივად თვალყური ადევნოთ სიახლეებს მოდისა და ჩოგბურთის სფეროში, გაიგოთ აქტუალური მოვლენების შესახებ, იხილოთ ახალი ფოტოები და გაეცნოთ ექსკლუზიურ მასალებს, მოიწონეთ ფეისბუქის სპეციალური გვერდი ორიფლეიმისა და WTA Tennis-ს თანამშრომლობის შესახებ 
WTA Tennis.


ჩატი ჩვენთან ერთად

ჩატი ჩვენთან ერთად

ჩვენი ონლაინ მხარდაჭერა დროებით მიუწვდომელია. მოგვწერეთ info@oriflame.ge კონტაქტების ფორმისკენ

თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ დაკავშირების შეწყვეტა?