ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების წესდება
ორიფლეიმის ყველა ბრენდ პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ორიფლეიმის ეთიკური კოდექსისა და წესდებაში აღნიშნული ქცევის წესების წაკითხვა და ცოდნა, რადგანაც ისინი შეადგენენ კომპანია ორიფლეიმისა და მისი ბრენდ პარტნიორების ურთიერთობის საფუძველს და წარმოადგენენ წესების განუყოფელ ნაწილს. მათი დაცვა აუცილებელია ორიფლეიმის ყველა ბრენდ პარტნიორისთვის, მიუხედავად იმისა, გამოქვეყნებული იყო ეს წესდება კორპორატიულ გამოცემებში, თუ მიწოდებული იყო ბრენდ პარტნიორებისთვის ნებისმიერი სხვა გზით. კომპანია ორიფლეიმი იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს იმ ბრენდ პარტნიორის რეგისტრაცია (მოახდინოს სარეგისტრაციო ნომრის ტერმინაცია), რომელმაც წარადგინა ყალბი ინფორმაცია ბრენდ პარტნიორის სარეგისტრაციო ფორმაში, ან არ დაიცვა წესდების პირობები. ბრენდ პარტნიორებს, რომლებმაც დაკარგეს ორიფლეიმის სარეგისტრაციო ნომერი, უუქმდებათ ყველა უფლება და უპირატესობა, მათ შორის მათი სტრუქტურისაც. ეთიკური კოდექსი და წესები შექმნილია ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების უფლებათა დასაცავად და შეესაბამება ბიზნეს-ეთიკის მაღალ სტანდარტებს, რომლის თანახმადაც ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორები, წესდებაში მოცემული ვალდებულებების გარდა, მოვალენი არიან, თავიანთ საქმიანობაში იხელმძღვანელონ მათი ქვეყნის კანონმდებლობით.
I. ორიფლეიმის ეთიკური კოდექსი
ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების სახით მზად ვარ დავიცვა ბიზნესის წარმართვის შემდეგი პრინციპები:
1.1. განუხრელად დავიცვა ორიფლეიმის წესდებაში და კომპანიის სხვა გამოცემებში ასახული ყველა წესი. მივდიო არა მარტო ორიფლეიმის წესდების სიტყვას, არამედ სულსაც.
1.2. საქმიანი ურთიერთობებისას ყველასთან, ვისაც კი შევხვდები ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის სახით, ვიხელმძღვანელო პრინციპით: მოვექცე ადამიანებს ისევე, როგორც მინდა, რომ მე მომექცენ.
1.3. პატიოსნად და პირნათლად გავაცნო კლიენტებსა და ბრენდ პარტნიორებს ორიფლეიმის პროდუქცია და ორიფლეიმთან ერთად ბიზნესის შესაძლებლობები.
პროდუქციისა და ბიზნესის შესაძლებლობების თაობაზე საუბრისას შემოვიფარგლო მხოლოდ იმ დაპირებებით, რომლებიც მოყვანილია ორიფლეიმის ოფიციალურ კორპორაციულ გამოცემებში.
1.4. თავაზიანად მოვემსახურო კლიენტებს და ოპერატიულად შევაგროვო შეკვეთები, ამასთან გავითვალისწინო მათი ჩივილები და პრეტენზიები.
პროდუქტების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში დავიცვა ორიფლეიმის ოფიციალურ კორპორაციულ გამოცემებში დადგენილი პროცედურა.
1.5. შევასრულო ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის ყველა მოვალეობა (ასევე სპონსორისა და დირექტორის მოვალეობა, როდესაც მივაღწევ პასუხისმგებლობის ამ დონეს), რომელიც მოცემულია ორიფლეიმის ოფიციალურ კორპორაციულ გამოცემებში.
1.6. მოვიქცე ისე, როგორც შეესაბამება პატიოსნების, წესიერებისა და პასუხისმგებლობის ყველაზე მაღალ სტანდარტებს.
1.7. არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენო ორიფლეიმის ქსელი რაიმე სხვა პროდუქციის გასავრცელებლად, ორიფლეიმის მიერ ოფიციალურად მოწონებულის გარდა. გამოვიყენო პროდუქციის მომხმარებელზე გასაღების პირდაპირი მეთოდი და, შესაბამისად, არ მოვახდინო საქონლის რეალიზაცია ნებისმიერი სახის საცალო მაღაზიების მეშვეობით.
1.8. მკაცრად დავიცვა პროდუქციის მომხმარებლებისათვის სოციალური გაყიდვის მეთოდი, არ გამოვიყენო არც ერთი სახის დისტრიბუციის საცალო არხი.
1.9. არ დავუშვა ორაზროვანი შინაარსის მქონე ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც ნებით თუ უნებლიედ შეუძლია საზოგადოების თვალში ნეგატიურად წარადგინოს კომპანია ორიფლეიმი.
1.10. დავიცვა საქართველოს კანონები, აგრეთვე იმ ქვეყნების კანონები, სადაც მომიწევს საერთაშორისო ბიზნესის წარმართვა.
1.11. ეთიკური კოდექსის პირობების მიღება და დაცვა წარმოადგენს შეთანხმების აუცილებელ წინაპირობას.
II. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების ქცევის წესები
1. განსაზღვრებები
ა. "ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი" (შემდგომში „ორიფლეიმის პარტნიორი / პარტნიორი) – იგულისხმება კომპანიის დამოუკიდებელი პარტნიორი ნებისმიერი წოდებით და დონით (მენეჯერთა, დირექტორთა და უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირთა ჩათვლით);
ბ. "პირადი რეფერალური ბმული" შექმნილი და მხარდაჭერილია კომპანია ორიფლეიმის მიერ კომპანიის ოფიციალურ საიტზე;
გ. მოცემულ დოკუმენტში "ორიფლეიმის" ქვეშ იგულისხმება იურიდიული პირი "ორიფლეიმ ჯორჯია", რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში და რომელშიც თქვენ დარეგისტრირდით, როგორც ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი;
დ. "სპონსორთა ჯაჭვში" შედის ბრენდ პარტნიორი, მისი უშუალო სპონსორი და ყველა ზემდგომი სპონსორი;
ე. "პერსონალურ ჯგუფში" შედის ყველა ბრენდ პარტნიორი, მოწვეული სპონსორის მიერ პირადად ან სხვა ბრენდ პარტნიორის მეშვეობით, პირველი დონის 22% ბრენდ პარტნიორებისა და მათი ჯგუფების გარდა.
ვ. როდესაც ჩვენ ვამბობოთ - "ჯგუფი", იგულისხმება მოცემული ბრენდ პარტნიორების მთელი სტრუქტურა, 22% დონის ბრენდ პარტნიორების და მათი განშტოებების ჩათვლით.
ზ. ორიფლეიმის კორპორაციულ გამოცემებში შედის: "წარმატების გეგმა" (კომპანიის წესდებით), კატალოგები და მათი ჩანართები, «ველნეს-გიდი» და კომპანიის ნებისმიერი მასალა ბეჭდური ფორმით და (ან) რომელიც ქვეყნდება ორიფლეიმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თ. "სპონსორი" – ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი, რომელიც იწვევს სხვა პარტნიორებს კომპანიაში, აცნობს მათ ორიფლეიმს, ასწავლის და ხელს უწყობს მუშაობაში.
ი. «წესები» - წესები და პირობები, ასევე მასში აღნიშნული სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადგენს ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების წესებს, პრინციპებს, უფლებებს და მოვალეობებს, ორიფლეიმის პროდუქციის შეძენის მიზნით და რომელიც განთავსებულია საიტზე www.oriflame.ge
კ. «კომპანია ორიფლეიმი», «კომპანია», «ორიფლეიმი», «კომპანია ორიფლეიმი» -
შპს „ორიფლეიმ ჯორჯია“, საიდენტიფიკაციო ნომერი 202166459
ლ. „წლიური გადასახადი“ - გადასახადი, "წლიური გამოწერა" - Oriflame-ის ბრენდის პარტნიორისთვის დაწესებული საფასური (ერთჯერადად რეგისტრაციის შემდეგ და შემდგომ ყოველწლიურად, თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში), Oriflame-ის ვებსაიტზე რეგისტრაციისთვის, Oriflame ვებსაიტის გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომისთვის და ბიზნესის განვითარების ონლაინ ინსტრუმენტებზე. Oriflame-ის ვებგვერდზე პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა, Oriflame-ის ახალი პროდუქტებისა და Oriflame-ის სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, ასევე Oriflame-ის სპეციალურ შეთავაზებებში მონაწილეობის შესაძლებლობა Oriflame-ის ვებგვერდზე რეგისტრირებული პირებისთვის (მათ შორის მიმდინარე აქციებში).
2. რეგისტრაცია
2.1. ორიფლეიმის პარტნიორი რომ გახდეს, კანდიდატს ესაჭიროება ორიფლეიმის უკვე დარეგისტრირებული პარტნიორის (სპონსორის) რეკომენდაცია. ზოგ შემთხვევაში ორიფლეიმს უფლება აქვს მიამაგროს მომავალი პარტნიორი ნებისმიერ უკვე არსებულ სტრუქტურას.
2.2. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორს შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო ნომერი. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორად რეგისტრაცია შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ კანდიდატის პირადი თანხმობით. აღნიშნული თანხმობის არარსებობის შემთხვევაში ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი, რომელმაც მოახდინა კანდიდატის რეგისტრაცია, თავად არის პასუხისმგებელი ყოველგვარ უარყოფით შედეგზე.
2.3. ორიფლეიმი იტოვებს უფლებას უარი უთხრას კანდიდატს რეგისტრაციაზე, ან ხელახალ რეგისტრაციაზე.
2.4. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი შეიძლება გახდეს ქმედითუნარიანობის ასაკს მიღწეული პირი, ან პირი 14 წლის ასაკიდან მისი კანონიერი წარმომადგენლების (მშობლები, დედობილი/მამობილი ან მეურვე) წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
2.5. რეგისტრაცია შეიძლება გაფორმდეს კერძო პირებზე მაქსიმუმ ორი ადამიანის
შემადგენლობით (მაგალითად, მეუღლეები ან მშობელი და ბავშვი/ბავშვები). რეგისტრაციის ორივე მონაწილე სრული მოცულობითაა პასუხისმგებელი ორიფლეიმის წინაშე. დავალიანების შემთხვევაში, ორიფლეიმს უფლება აქვს მოსთხოვოს ყველა ვალის დაფარვა ერთ, ან ორივე პარტნიორს.
2.6. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორს შეუძლია შეწყვიტოს ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორად რეგისტრაცია რეგისტრაციიდან, ან რეგისტრაციის წლიური გახანგრძლივებიდან 30 დღის განმავლობაში (ან ქვეყნის კანონით გათვალისწინებულ სხვა ვადაში) და უფლება აქვს ორიფლეიმს მოსთხოვოს წლიური გადასახადის დაბრუნება ზემოთ მითითებულ ვადაში.
2.7. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორს შეუძლია შეწყვიტოს ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორად რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან, ან რეგისტრაციის წლიური გახანგრძლივებიდან 30 დღის შემდეგ, წერილობითი შეტყობინების გაგზავნით ორიფლეიმში. ამ შემთხვევაში კომპანია ორიფლეიმი არ არის ვალდებული განახორციელოს პუნქტში 2.6. მითითებული წლიური გადასახადის საფასურის დაბრუნება.
2.8. ბრენდ პარტნიორის რეგისტრაცია კომპანია ორიფლეიმში უქმდება 17 კატალოგის (1 წელი) შემდეგ.
2.9. ბრენდ პარტნიორის რეგისტრაცია კომპანია ორიფლეიმში გრძელდება ყოველწლიური საწევრო გადასახადის შემოტანის შემთხვევაში, რომელიც ერთწლიანი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, ავტომატურად ემატება ბრენდ პარტნიორის შეკვეთის თანხას.
2.10. 2.8 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის რეგისტრაცია კომპანია ორიფლეიმში უქმდება:
- კომპანიაში დარეგისტრირებიდან 4 კატალოგის პერიოდის ამოწურვის შემდეგ, თუ ბრენდ პარტნიორის მიერ ამ პერიოდში არ განთავსდა არც ერთი შეკვეთა.
- კომპანიაში ბოლო შეკვეთის განთავსებიდან 17 კატალოგის (1 წელი) პერიოდის ამოწურვის შემდეგ.
ამასთანავე, ამ შემთხვევაში, 17 კატალოგის (1 წელი) შემდეგ ბრენდ პარტნიორს, ყოველწლიური საწევრო გადასახადი აღარ დაერიცხება.
2.11. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა ან მათმა მეუღლეებმა შეიძლება ხელახლა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგი პირობების დაცვით: განმეორებით რეგისტრაციამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 17 სრული კატალოგის პერიოდისა, იმ კატალოგის შემდეგ, რომელშიც ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორმა განათავსა მისი ბოლო შეკვეთა.
გამონაკლის შემთხვევებში კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებით შეცვალოს განმეორებითი რეგისტრაციის ვადები.
2.12. კანდიდატი ვალდებულია ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორად დარეგისტრირდეს მისი ერთ-ერთი უახლოესი ნათესავის (ძმის ან დის, მამის ან დედის, შვილების) პირველ ხაზზე, თუკი რომელიმე მათგანი უკვე დარეგისტრირებულია ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორად. თუკი კანდიდატის რამდენიმე ნათესავი უკვე წარმოადგენს ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორს, მაშინ რეგისტრაცია იწარმოება პირველ ხაზში შემდეგი პრიორიტეტების შესაბამისად:
- მეუღლეები/მეუღლე
- მამა ან დედა
- შვილი/შვილები
- მკვიდრი და/ძმა
2.13.ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის კანონიერი ცოლი ან ქმარი, რომელსაც აგრეთვე სურს გახდეს ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი, შეიძლება დარეგისტრირდეს, ან მეუღლის ნომრით ან მიიღოს საკუთარი სარეგისტრაციო ნომერი, მაგრამ თავისი მეუღლის პირველ ხაზზე. თუ მოგვიანებით შემოერთებულმა მეუღლემ საკუთარი ნომერი მიიღო და მოგვიანებით, რომელიმე მეუღლეს სურს გააუქმოს მისი რეგისტრაცია, რათა ორიფლეიმში პირველად დარეგისტრირებულ მეუღლესთან ერთად ერთ სარეგისტრაციო ნომერზე დარეგისტრირდეს, მოქმედებს შემდეგი წესები:
- მათ მიერ წოდების მიღწევისთვის მიღებული ერთჯერადი პრემიები გამოიქვითება პირველად დარეგისტრირებული მეუღლის ნებისმიერი, უმაღლესი ერთჯერადი ანაზღაურებიდან, თუკი ეს ფულადი ანაზღაურება წარმოადგენს მეუღლის წევრობის გაუქმების შედეგს, საერთო სარეგისტრაციო ნომრის შექმნის მიზნით.
- იმ მეუღლის რეგისტრაცია, რომელიც რიგით მეორე შემოუერთდა კომპანია Oriflame-ს, ჩერდება 1 წლით, თუკი მას აქვს, ან ჰქონდა ისტორიაში წოდება უფროსი მენეჯერი და ზევით, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მისი რეგისტრაცია ორიფლეიმში უქმდება.
- მეუღლეების ერთობლივი რეგისტრაცია ერთი ნომრის ქვეშ, შესაძლებელია განხორციელდეს მაშინვე, როგორც კი ერთ-ერთი მეუღლე შეიტანს განაცხადს, რომ გაუქმდეს მისი ორიფლეიმში ცალკე ნომრით წევრობა.
2.14. ეთიკური კოდექსის, ან ქცევის კორპორატიული წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია ორიფლეიმი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ბრენდ პარტნიორის რეგისტრაცია ორიფლეიმში.
2.15. ორიფლეიმი იტოვებს უფლებას 12 თვემდე ვადით შეაჩეროს ბრენდ პარტნიორის რეგისტრაცია ორიფლეიმში, დარღვევის გამოძიების პერიოდში. Oriflame-ს ბრენდ პარტნიორის მხრიდან ეთიკური კოდექსისა და Oriflame-ს ბრენდ პარტნიორთა ქცევის წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დამრღვევი ბრენდ პარტნიორი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას მსგავსი დარღვევით მიყენებული ზარალი. Oriflame უფლებას იტოვებს გააუქმოს ბრენდ პარტნიორის კუთვნილი ჯილდო (ანაზღაურება და სხვა) თუკი ეს უკანასკნელი ეთიკის კოდექსის ან ქცევის წესების დარღვევით არის მოპოვებული.
2.16. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ორიფლეიმის თანხმობით თუკი არსებობს ობიექტური გარემოებები და ისინი გამოვლენილია ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის რეგისტრაციიდან 3 კატალოგის განმავლობაში. პარტნიორის მიერ არაკორექტული სარეგისტრაციო მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, ორიფლეიმი იტოვებს უფლებას იხელმძღვანელოს 2.15 პუნქტით.
3. სტრუქტურების სტაბილურობის ამაღლებისაკენ მიმართული ზომები
3.1. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორს ეკრძალება ხელმეორედ გაფორმდეს სხვა სპონსორის ჯაჭვში. ხელმეორე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ რეგისტრაციის შეწყვეტის (ტერმინაციის) შემდეგ და 2.1. პუნქტში მითითებული წესების დაცვით. თუკი მოხდა ორიფლეიმთან ხელშეკრულების გაწყვეტა, ორიფლეიმის პარტნიორი კარგავს მის ჯგუფს. ჯგუფი გადადის იმ პარტნიორის უახლოეს, მაღლა მდგომ სპონსორთან, რომელმაც გაწყვიტა ხელშეკრულება ორიფლეიმთან. რეგისტრაცია წყდება აღნიშნული წესდების 2.8.-2.10 პუნქტების შესაბამისად.
3.2. თუ ბრენდ პარტნიორმა ისარგებლა აღნიშნული წესდების 2.1. პუნქტით და შეწყვიტა კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება სხვა სტრუქტურაში ხელმეორე რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, რაც მითითებულია წესდებაში, მის მიმართ ამოქმედდება სპეციალური წესები ფინანსური გადასახადებისა და ახალი სტრუქტურის განვითარების შესახებ, რაც ასახულია 3.2.1 – 3.2.3 პუნქტებში.
3.2.1. ბიზნესის უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფისა და Oriflame-ს მაღლამდგომი ბრენდ პარტნიორებისათვის სტრუქტურის მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, Oriflame-ს ბრენდ პარტნიორს, რომელიც განახორციელებს განმეორებით რეგისტრაციას სხვა სტრუქტურაში, ეკრძალება მისი ყოფილი სტრუქტურის პარტნიორების ახალ სტრუქტურაში გადაყვანის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თითოეული ეს პარტნიორი შეასრულებს Oriflame-თან ხელშეკრულების გაწყვეტის წესს და ხელმეორედ დარეგისტრირდება წესებით დადგენილ ვადებში. ხელახლა დარეგისტრირებულ ბრენდ პარტნიორს, აქვს უფლება შექმნას ახალი სტრუქტურა, მოიწვიოს ახალი ადამიანები. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დაიშვას, მხოლოდ იმ პარტნიორებისათვის, ვინც ტერმინირდა მისი წინამორბედი სტრუქტურიდან მინიმუმ 3 სრული საკატალოგე პერიოდით ადრე, ვიდრე თავად ის ბრენდ პარტნიორი, ვინც ახალ სტრუქტურას ქმნის. ასევე იმ პარტნიორებისათვის, ვისი ტერმინაციიდანაც გავიდა 34 და მეტი საკატალოგე პერიოდი, ასევე ბრენდ პარტნიორის უახლოესი ნათესავების შემთხვევაში: მეუღლე, მკვიდრი ძმა ან და, მამა ან დედა, შვილები.
ახალ სტრუქტურაში რამდენიმე პარტნიორის რეგისტრაციის შემთხვევების განხილვისას, რომლებიც ადრე იყვნენ ერთსა და იმავე სტრუქტურაში, კომპანია იტოვებს უფლებას აღიაროს 3.2.1 პუნქტის დარღვევის არსებობა ან არარსებობა.
3.2.2. კომპანია უფლებას იტოვებს ბრენდ პარტნიორის ახალ რეგისტრაციაში გაითვალისწინოს მის მიერ აქამდე მიღებული ყველა ერთდროული ანაზღაურება წოდების მიღწევისთვის. იმავე წოდებების ხელმეორე მიღწევისთვის შესაბამისი ანაზღაურება შეიძლება დაუკავდეს ბრენდ პარტნიორს. ამას გარდა კომპანია უფლებას იტოვებს გაითვალისწინოს ბრენდ პარტნიორის საკვალიფიკაციო ისტორია მისი კომპანიის ნებისმიერ ღონისძიებასა თუ მარკეტინგულ აქციაში მონაწილეობის დაშვებისას.
3.2.3. კომპანია იტოვებს გადაწყვეტილების მიღების უფლებას ნებისმიერ სადაო სიტუაციაში, რომელიც სტრუქტურის სტაბილურობის ასამაღლებლად მიმართული ზომების დარღვევას შეეხება.
3.3. ბრენდ პარტნიორის რეგისტრაციის გადაცემა ერთი სპონსორიდან მეორეზე შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხოლოდ და მხოლოდ ორიფლეიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
3.4. აკრძალულია პერსონალური ჯგუფის, ან მისი ნაწილის გადაცემა ერთი პარტნიორიდან მეორეზე.
3.5. ბრენდ პარტნიორებს უფლება აქვთ გადასცენ თავიანთი სარეგისტრაციო ნომერი მხოლოდ ახლო ნათესავებს - მეუღლეს, მშობლებს, შვილებს, მათ შორის, ნაშვილებ შვილებს, - წერილობითი განაცხადისა და კომპანია ორიფლეიმის თანხმობის საფუძველზე. ბრენდ პარტნიორი, რომელმაც აღნიშნული წესის თანახმად თავისი ნომერი სხვა ადამიანს გადასცა, კომპანიაში შეიძლება ხელმეორედ დარეგისტრირდეს 2.11. პუნქტში მითითებული წესების დაცვით.
3.6. ბრენდ პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი სარეგისტრაციო ნომერი შეიძლება გადაეცეს გარდაცვლილის ახლო ნათესავებს (მეუღლეს, მშობლებს, შვილებს, მათ შორის, ნაშვილებ შვილებს) კომპანიის გადაწყვეტილებისა და წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელიც მიიღება გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სარეგისტრაციო ნომერი გაუქმდება, ხოლო გარდაცვლილის კუთვნილი ანაზღაურება გადაეხდება მის მემკვიდრეებს, კანონის ან ანდერძის საფუძველზე იმ თანმიმდევრობითა და ვადებში, რომელიც მითითებულია მსგავსი ანაზღაურების მისაღებად დადგენილი კანონმდებლობით მემკვიდრის უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ.
3.7.ორიფლეიმი საშუალებას აძლევს ბრენდ პარტნიორს მოიწვიოს და დაარეგისტრიროს ახალი პარტნიორები მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიას გადასცემს მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს.
4. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის მოვალეობები
საერთო მოვალეობები
4.1. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი ვალდებულია დაიცვას ყველა წესი, საკანონმდებლო თუ კომპანია ორიფლეიმის წესდება, მათ შორის მეწარმისათვის სავალდებულო მოსაკრებლის აღრიცხვის თუ გადასახადის შესახებ. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორს ეკრძალება რაიმე ქმედების გაკეთება, რომელსაც შეუძლია მისი და კომპანიის დისკრედიტაცია, კლიენტის თუ საზოგადოების თვალში.
4.2. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი ვალდებულია გაატაროს საჭირო ქმედებები, რათა დაიცვას მყიდველების, კლიენტების, ან სხვა ბრენდ პარტნიორების პირადი მონაცემი კანონმდებლობის თანახმად.
ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის მოვალეობები კლიენტთან მიმართებაში
4.3. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი ვალდებულია იმოქმედოს ეთიკურად და წესების დაცვის თანახმად, რათა კლიენტი შეცდომაში არ შეიყვანოს.
4.4. მყიდველთან საუბრის დაწყებისთანავე ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი ვალდებულია ცხადად და მკაფიოდ წარუდგინოს მას თავი, როგორც ორიფლეიმის დამოუკიდებელი ბრენდ პარტნიორი და ახსნას მისი მყიდველთან მიმართვის მიზანი, იმის მიუხედავად, თუ რა გზით ხორციელდება ურთიერთობა: ელექტრონული ფოსტით, საიტზე, სოციალური ქსელის მეშვეობით და სხვ. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებს მოეთხოვებათ სიზუსტე თავიანთი არსებული სტატუსისა და საკონტაქტო მონაცემების აღნიშვნისას, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს მყიდველი, რომ იგი იღებს შეტყობინებას კომპანია ორიფლეიმის ოფიციალური წარმომადგენლობისაგან. სიტყვა “დამოუკიდებელი”-ს გამოყენება ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორთან მიმართებაში აუცილებელია ყველა შემთხვევაში – ელექტრონული წერილების ხელმოწერაში, სავიზიტო ბარათებზე, პერსონალურ საიტებსა და პირად გვერდებზე სოციალურ ქსელებში და ა.შ.
4.5. ბრენდ პარტნიორი ვალდებულია კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქციის ფასის, გადახდის გადავადების, გადახდის მეთოდის, დაბრუნების პოლიტიკის, გარანტიის, მომსახურების და მიწოდების ვადებთან დაკავშირებით. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი ვალდებულია სრულად მიაწოდოს ინფორმაცია კლიენტს.
4.6. თუ კლიენტი უკმაყოფილოა პროდუქციის ხარისხით ან წუნდებულობით და თუკი პროდუქცია ვარგისია ხელმეორე რეალიზაციისთვის, გონივრული ვადის ფარგლებში ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი აძლევს კლიენტს არჩევანის უფლებას: დაუბრუნოს შეძენილი პროდუქტის თანხა და ამავდროულად დაიბრუნოს აღნიშნული პროდუქტი, ან შეცვალოს პროდუქტი ტოლფასი პროდუქტით. გონივრული ვადა მკაფიოდ უნდა იყოს კომუნიცირებული (ტელეფონით, ელ.ფოსტით, ან ინტერნეტით).
4.7. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთათვის ბლანკის შეთავაზება საცალო ვაჭრობის წესების თანახმად, ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის მონაცემებით, მისი სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ყველა არსებული გაყიდვების პირობები, გარანტიის ვალდებულებები, გარანტიის პირობები გაყიდვების შემდეგ მომსახურებასთან დაკავშირებული პირობები, დეტალები და შეზღუდვები, ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, გარანტიის მიცემა, გარანტიის პერიოდი და პირობები, შეზღუდვებისა და პირობების სანაცვლოდ კლიენტს. განცხადების ტექსტი უნდა დაიწეროს ნათლად და გარკვევით.
4.8. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა არ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი განცხადება, რომელიც არ არის ჭეშმარიტი, მოძველებულია ან სხვაგვარად გამოყენებადი, არ არის დაკავშირებული კონკრეტულ შეთავაზებასთან ან გამოიყენება ისეთი ფორმით, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს კლიენტი. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის ზეპირი, ან წერილობითი განცხადებები.
4.9. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორები არ უნდა იყენებდნენ შედარებებს, რომელიც არაკორექტულია, ან რომელსაც შეუძლია ადამიანი შეცდომაში შეყვანოს. შედარების კრიტერიუმები უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, რომლებსაც გააჩნია ობიექტური დადასტურება. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა არ უნდა წარმოადგინონ ცრუ ინფორმაცია ნებისმიერი სხვა კომპანიის, მისი ბიზნესის ან პროდუქტის შესახებ, პირდაპირ თუ ირიბად, ასევე არ უნდა მოახდინონ შედარება კონკრეტულ კრიტერიუმებზე და ობიექტურ დადასტურებებზე დაყრდნობის გარეშე . ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა თავი უნდა შეიკავონ არაკეთილსინდისიერი სახელის ან რეპუტაციის, ბრენდის დასახელების. სხვა კომპანიებისა და მათი პროდუქციის სასაქონლო ნიშანის გამოყენებას.
4.10. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ კლიენტებს უფლება მიეცეს შეკვეთის გაუქმების დროულად მიღების და მიწოდებული თანხების დაბრუნებას, თუ ასეთი პროდუქცია განკუთვნილია გაყიდვისთვის როგორც ახალი.
4.11. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა უნდა შეინარჩუნოს კლიენტთან პერსონალური კომუნიკაცია, ტელეფონი ან ელ.ფოსტის კომუნიკაცია გონივრულ ვადაში და გონივრულ საათებში უნდა ხორციელდებოდეს, ისე, რომ არ იყოს შემაშფოთებელი. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი ვალდებულია შეაჩეროს პროდუქციის დემონსტრაცია ან პრეზენტაცია კლიენტის პირველი მოთხოვნით.
4.12. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტებს საიმედო ინფორმაციის მიწოდება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის პრინციპებთან შესაბამისობაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგალითად, არასრულწლოვანთა.
4.13. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორმა არ უნდა მოატყუოს მომხმარებელთა მოლოდინები, პატივისცემით და გაგებით მოეკიდოს მომხმარებელთა გამოცდილების ან ცოდნის არარსებობას. აკრძალულია სპეკულაცია ასაკის, ავადმყოფობის, ფსიქიკური ან ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების, სიტუაციის გაუაზრებლობის, კლიენტურის მიერ ენის არასწორი ცოდნის ან ცუდი ცოდნის დროს. ასევე სხვა, ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის გამოყენება.
4.14. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა არ უნდა შესთავაზონ ადამიანს პროდუქციის შეძენა იმაზე დაბალ ფასში ვიდრე დაანონსებულია, იმ იმედით, რომ შემდგომში ფასს დაარეგულირებენ, ამით მოიზიდავენ უფრო მეტ ადამიანს, მითუმეტეს თუ ასეთი შემცირება არ არის დაანონსებული კომპანიის მხრიდან.
4.15. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორმა უნდა გააფორმოს კლიენტების შეკვეთები, იმ კატალოგის მოქმედების პერიოდში, რომელშიც განათავსა კლიენტმა მისი შეკვეთა.
ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის მოვალეობა სხვა ბრენდ პარტნიორებთან მიმართებაში
4.16. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებს არ აქვთ უფლება მიიზიდონ სხვა ბრენდ პარტნიორები თუ კანდიდატები გადმობირებით მათ სტრუქტურაში, ასევე ჩარევა სხვა სტრუქტურების მუშაობაში.
4.17. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორმა არ უნდა დაამახინჯოს ინფორმაცია ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების ფაქტობრივი ან პოტენციური გაყიდვების ან შემოსავლების შესახებ. შემოსავლებისა და გაყიდვების შესახებ ნებისმიერი იდეა უნდა იყოს: (ა) ჭეშმარიტი, ზუსტი და წარმოდგენილი სახით, რომ ისინი არ არიან ყალბი, შეცდომაში შეყვანა ან შეცდომაში შეყვანა და ბ) შესაბამის ბაზარზე დოკუმენტურად და მოქმედი ფაქტორების საფუძველზე. ორიფლეიმის პოტენციურმა ბრენდ პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ფაქტობრივი მოგება და გაყიდვები დამოკიდებულია პიროვნებაზე და მის უნარებზე, გაყიდვების პროცესში გატარებულ დროს, ძალისხმევასა და სხვა ფაქტორებზე და (d) საკმარისი ინფორმაცია გონივრულად შეაფასონ შესაძლებლობა შემოსავლის გენერირება.
4.18. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი არ ახორციელებს თანხის დარიცხვას სხვა ბრენდ პარტნიორებსა და პოტენციურ პარტნიორებზე ნებისმიერი მასალისა თუ მომსახურებისათვის, რომელიც არ არის ორიფლეიმის მიერ შემუშავებული, ან დამტკიცებული, გარდა უშუალოდ Oriflame-ს ბრენდ პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯებისა.
ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების მიერ შემუშავებული ნებისმიერი მარკეტინგული მასალა უნდა შეესაბამებოდეს ორიფლემის პოლიტიკასა და პროცედურებს. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორები, რომლებიც იყენებენ დამტკიცებულ, იურიდიულად ნებადართულ სარეკლამო ან სასწავლო მასალებს სხვა ბრენდ პარტნიორებზე: (ა) უფლება აქვთ შესთავაზონ მხოლოდ სასწავლო მასალა, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს, ბ) არ არის ნებადართული ასეთი მასალების სავალდებულო შეძენა გახდეს სხვა ბრენდ პარტნიორებისთვის გ) უნდა შესთავაზონ მასალები გონივრულ და სამართლიან ფასად, ყოველგვარი მნიშვნელოვანი მოგების გარეშე, ღირებულება უნდა იყოს საბაზრო ბაზარზე არსებული მსგავსი მასალების ღირებულების შესაბამისი; და (დ) წერილობითი სახით უნდა შესთავაზონ პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკა, რომელიც ორიფლეიმის დაბრუნების პოლიტიკის ანალოგიურია.
4.19. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა სხვა პარტნიორებთან უნდა ითანამშრომლონ მხოლოდ გონივრულად და გონივრულ საათებში ისე, რომ არ იყოს ინტრუზიული.
4.20. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორმა არ უნდა აიძულოს თავის ბრენდ პარტნიორებს გააკეთონ შეკვეთები მისი მეშვეობით, აგრეთვე დაუწესოს შეკვეთის მინიმალური ოდენობა, ან ასორტიმენტი. ყოველ ბრენდ პარტნიორს უფლება აქვს შეუკვეთოს ნებისმიერი რაოდენობის საქონელი უშუალოდ ორიფლეიმში, თუმცა უნდა გაითვალისწინოს, რომ შენახვის და კურიერის საფასური შეიძლება დამოკიდებული იყოს შეკვეთის მოცულობაზე. აქედან გამომდინარე, ყოველ ბრენდ პარტნიორს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, სჭირდება მას თუ არა შეკვეთის რეზერვირება.
4.21. ბრენდ პარტნიორს უფლება არა აქვს ორიფლეიმის ქსელი გამოიყენოს კომპანიის მიერ ოფიციალურად დაშვებულის გარდა სხვა პროდუქციის (მ.შ. ინტელექტუალურის და კონსალტინგურის) გასაყიდად.
4.22. ბრენდ პარტნიორს უფლება არა აქვს გადაიბიროს სხვა ბრენდ პარტნიორების კანდიდატები და ჩაერიოს სხვისი სტრუქტურების მუშაობაში.
4.23 ბრენდ პარტნიორებს არ აქვთ უფლება აუგად მოიხსენიონ სხვა კომპანიის პროდუქცია, გაყიდვების გეგმა, მარკეტინგი თუ სხვა ინფორმაცია
4.24 ბრენდ პარტნიორის ორიფლეიმთან თანამშრომლობა შრომით ურთიერთობას არ წარმოადგენს.
სხვებისთვის ორიფლეიმის შესაძლებლობების წარდგენისას, ბრენდ პარტნიორმა მკაფიოდ და გასაგებად უნდა ახსნას, რომ ორიფლეიმი ტრადიციულ სამუშაოზე მოწყობას კი არ სთავაზობს, არამედ საკუთარი, დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყების საშუალებას იძლევა.
4.25. ბრენდ პარტნიორს უფლება არ აქვს იმოქმედოს კომპანია ორიფლეიმის სახელით და ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს კომპანიას ზარალი, რომელიც წარმოიქმნება ამ წესის დაუცველობით.
4.26. ბრენდ პარტნიორს არ შეუძლია შეკვეთის განთავსება სხვა პარტნიორის მაგივრად, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.27. ბრენდ პარტნიორი ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ მისი პერსონალური ჯგუფის ყოველმა ბრენდ პარტნიორმა პირნათლად შეასრულოს თავისი საგადასახადო ვალდებულებები.
4.28. სპონსორი პასუხისმგებელია მისი ბრენდ პარტნიორების სწავლებაზე, განვითარებასა და მოტივაციაზე.
4.29. ბრენდ პარტნიორს არ შეუძლია მისცეს რაიმე სახის ინტერვიუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, იქნება ეს ტელევიზია, რადიო, თუ პერიოდული გამოცემები, ან ისარგებლოს რაიმე სახის რეკლამით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (“ვირუსული” რეკლამის ჩათვლით: ინტერნეტ, სმს და ა.შ.) ორიფლეიმის სახელის გამოყენებით, ორიფლეიმის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.30. ბრენდ პარტნიორმა სოციალურ ქსელებში არ უნდა შექმნას მედიაბლოგები, რომელიც აუდიტორიას შეიყვანს შეცდომაში კომპანიის, პროდუქციისა და სერვისის შესახებ და ზიანს მიაყენებს კომპანიის რეპუტაციას.
5. დამატებითი წესები და პრინციპები
5.1. კომპანია ორიფლეიმის პოლიტიკა არ ითვალისწინებს გავლენის ტერიტორიულ სფეროებად დაყოფას ან ფრანშიზას. არც ერთ ბრენდ პარტნიორს არა აქვს უფლება წარმართოს თავისი ბიზნესი გავლენის ტერიტორიულ სფეროებად დაყოფის, ან ფრანშიზას პირობებში. ყოველ ბრენდ პარტნიორს შეუძლია ააწყოს ბიზნესი ნებისმიერი შეთანხმებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
5.2. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ კომპანია ორიფლეიმი ახორციელებს მის საქმიანობას მსოფლიოს ბევრ, თუმცა არა ყველა ქვეყანაში და მკაცრად იცავს ნაკისრ ვალდებულებებს პროდუქციის უსაფრთხოებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იმპორტის წესებსა და სხვა სავაჭრო მოთხოვნებს, რომელიც მოქმედებს შესაბამის ქვეყანაში. ორიფლეიმი არ აგებს პასუხს რაიმე სახის ზიანზე, სარჩელსა და პრეტენზიებზე, რომელიც წარმოიქმნება ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების მიერ საქონელის ისეთ ქვეყანაში გადაადგილების გამო, სადაც ორიფლეიმი არ ახორციელებს მის საქმიანობას. ამგვარი პრეტენზიების წარმოშობის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორს.
5.2.1. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორმა თავი უნდა შეიკავოს ორიფლეიმის პროდუქციის შეძენისგან ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე და შემდეგ მისი გაყიდვისგან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ორიფლეიმი ახორციელებს მის ოფიციალურ საქმიანობას.
5.3. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორი არ არის კომპანია ორიფლეიმის თანამშრომელი. სავიზიტო ბარათებზე და სხვა ამგვარ დოკუმენტებში ბრენდ პარტნიორმა უნდა მიუთითოს: „სილამაზის დამოუკიდებელი ბრენდ პარტნიორი” ან, კომპანიაში წინსვლის შესაბამისად, „სილამაზის დამოუკიდებელი ბრენდ პარტნიორი – მენეჯერი”, „სილამაზის დამოუკიდებელი ბრენდ პარტნიორი – დირექტორი”.
5.4. პრომო მასალის, ბრენდ პარტნიორის პირადი რეფერალური ბმული და სოციალური ქსელების სხვა დანართების, რომელსაც ოფიციალურად მხარს უჭერს კომპანია ორიფლეიმი, გამოყენება დასაშვებია დამატებითი ნებართვის გარეშე. ბრენდ პარტნიორებს არ შეუძლიათ დაარეგისტრირონ პირადი საიტები ან პერსონალური გვერდები დომენით Oriflame, თუმცა მათ შეუძლიათ გამოაქვეყნონ საკუთარი მოსაზრებები ორიფლეიმის ოფიციალურ საიტზე, ბლოგების კედელზე და ა.შ. კომპანია იტოვებს უფლებას მასალების პუბლიკაციამდე გადახედოს მათ. ბრენდ პარტნიორების ონლაინ გარემოში ქცევის წესები იხილეთ დანართში 1.
5.5. ორიფლეიმის ლოგოტიპი, სავაჭრო დასახელება და სასაქონლო ნიშნები წარმოადგენს კომპანია «ორიფლეიმ კოსმეტიკსის” საკუთრებას და კომპანიის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე არ უნდა მოხდეს მათი ბრენდ პარტნიორების მიერ გამოყენება საბეჭდ მასალებში, ელექტრონულ მასალებში (მათ შორის ინტერნეტ რესურსებში). ნებართვის მიღების შემთხვევაში სასაქონლო ნიშანი, ლოგოტიპი, ან სავაჭრო დასახელება გამოიყენება მხოლოდ ორიფლეიმის კორპორაციული სტილის ფარგლებში. კორპორატიული სიმბოლიკის გამოყენება ინტერნეტ-რესურსებში რეგულირდება დანართი 1-ით.
5.6. ბრენდ პარტნიორებს არა აქვთ უფლება აწარმოონ, ან გამოიყენონ სხვა წყაროების მიერ წარმოებული ორიფლეიმის ლოგოტიპის ან სასაქონლო ნიშნის მქონე ნებისმიერი ბეჭდვითი/სადემონსტრაციო მასალა, კომპანიის შესაბამისი წერილობითი ნებართვის გარეშე.
5.7. ორიფლეიმის ნებისმიერი კორპორაციული ბეჭდვითი მასალა, ვიდეო და ფოტო მასალა, დიზაინი, დაცულია კანონით საავტორო უფლების შესახებ. აკრძალულია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება კომპანია ორიფლეიმის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. საავტორო უფლებებით დაცული მასალების ნებადართული გამოყენებისას აუცილებელია შესამჩნევ ადგილას განთავსებული იყოს ბმული ორიფლეიმზე და ის არ უნდა იწვევდეს ავთენტურობის ეჭვს. ფოტოებისა და კომპანიის სხვა მასალის ინტერნეტ სივრცეში გამოყენების შესახებ დამატებითი წესები მოცემულია დანართში 1.
5.8. ბრენდ პარტნიორებს არ აქვთ უფლება გაყიდონ, ან გამოფინონ ორიფლეიმის პროდუქცია საცალო ვაჭრობის ორგანიზაციებში, ინტერნეტ მაღაზიებსა და აუქციონებზე, მაგალითად როგორიცაა Ebay.com, ასევე უფასო განცხადებების საიტებზე, მაგალითად როგორიცაა mymarket.ge. დამატებითი წესები ინტერნეტ გაყიდვებთან დაკავშირებით მოცემულია დანართში 1. არ შეიძლება აგრეთვე საცალო ვაჭრობის ორგანიზაციებში გამოიფინოს, ან გასაყიდად იყოს გამოტანილი ორიფლეიმის კორპორაციული გამოცემები. არასავაჭრო ობიექტი, მაგალითად სილამაზის სალონი, შეიძლება გამოყენებული იყოს ორიფლეიმის პროდუქციის გამოსაფენად, მაგრამ არა გასაყიდად.
5.9 ორიფლეიმის პროდუქტები არ უნდა განთავსდეს დემონსტრაციისთვის არასავაჭრო კომპანიებში, სხვა ბრენდის პროდუქციასთან ერთად, რომელიც არ არის წარმოდგენილი ორიფლეიმის ასორტიმენტში.
5.10. სპამის დაგზავნა მკაცრად იკრძალება. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა უნდა შეზღუდონ საბოლოო მომხმარებელთან საპრომოციო შეტყობინებების დაგზავნის რაოდენობა და მიმართონ აღნიშნულს კვირაში მხოლოდ ერთხელ. ეს შეტყობინებები არ უნდა გაიგზავნოს კომპანია ორიფლეიმის სახელით, რადგან მათ შინაარსზე პასუხს მთლიანად აგებს გამგზავნი.
5.11. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებს არავითარ შემთხვევაში არა აქვთ უფლება თავიდან შეფუთონ ორიფლეიმის საფირმო შესაფუთი, ან შეცვალონ პროდუქციის მარკირება. ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებმა უნდა გაავრცელონ კომპანიის პროდუქცია მხოლოდ ფირმის საქარხნო შესაფუთში. სხვებისთვის პროდუქტების რეკომენდირებისას, Oriflame-ს ბრენდ პარტნიორმა უნდა გამოიყენოს მიმდინარე კატალოგის ფასები.
5.12. კომპანია ორიფლეიმის მიერ გამოშვებული პროდუქცია ჯანმრთელობას არ ვნებს, თუ იგი გამოიყენება დანიშნულების მიხედვით და მოცემული საშუალების მოხმარების ყველა წესის დაცვით. კომპანია ორიფლეიმი იძლევა თავისი პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტიას და მზად არის აანაზღაუროს დასაბუთებული ზარალი. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას საშუალების არასწორი გამოყენებით მიყენებულ ზარალზე.
5.13. ორიფლეიმი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს დააკავოს ნებისმიერი მოცულობითი ფასდაკლებისა თუ ბონუსის თანხა ვადაგადაცილებული ანგარიშების და სხვა აუცილებელი გადასახადების დასაფარად.
5.14. ორიფლეიმი იტოვებს უფლებას შეცვალოს ფასები, ასორტიმენტი და ანაზღაურების პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ორიფლეიმი არ ახდენს ფასის და ასორტიმენტის ცვლილებით, თუ საწყობში პროდუქციის უქონლობით გამოწვეული დანაკარგის (მოცულობითი ფასდაკლება, ბონუსები და სხვა) კომპენსაციას.
5.15. Oriflame-ს ბრენდ პარტნიორის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ საკუთარი რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ განცხადების შემოტანისას, Oriflame ვალდებულია აუნაზღაუროს ბრენდ პარტნიორს შეძენილი პროდუქციის (გარდა Wellness კატეგორიის პროდუქტებისა) საფასური მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაცვის შემთხვევებში:
- დაბრუნება განხორციელდა პროდუქციის შეძენიდან არაუგვიანეს 12 თვისა;
- დასაბრუნებელი თანხა შეადგენს არანაკლებ 90% ბრენდ პარტნიორის მიერ გადახდილ საქონლის ღირებულებისა, ამ თანხიდან ყველა ფასდაკლების გამოკლების შემდეგ, გარდა დასაბრუნებელი საქონლის მიწოდებაზე გაწეული ორიფლეიმის ხარჯისა;
- დასაბრუნებელი პროდუქციის შეძენამ გავლენა არ მოახდინა ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის მიერ წარმატების გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე და ანაზღაურების მიღებაზე და ამ პროდუქტების შეძენის დროს კომპანიაში მოქმედ სხვა პროგრამებზე.
- დასაბრუნებელი პროდუქცია, სარეკლამო ბეჭდვითი მასალის და აქციაში მყოფი ნაკრებების ჩათვლით, უნდა იყოს ვარგისი გასაყიდად.
ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის კონტექსტში, გასაყიდად ვარგისი პროდუქცია:
• არ უნდა იყოს გამოყენებული, გახსნილი ან გაფუჭებული;
• არ უნდა იყოს ვადაგასული;
• უნდა იყოს წარმოდგენილი Oriflame-ს მიმდინარე ასორტიმენტში.
აღნიშნული პუნქტის მოქმედება ვრცელდება Oriflame-ს ბრენდ პარტნიორებზე, რომლებიც კეთილსინდისიერად იცავენ წესდებას, ეთიკურ კოდექსს და Oriflame-ს ბრენდ პარტნიორთა ქცევის წესებს (მათ შორის რომელთა მიმართაც არ ჩატარებულა/არ ტარდება კვლევა, რომელიც უკავშირდება წესდების, ეთიკური კოდექსისა და Oriflame-ს ბრენდ პარტნიორთა ქცევის წესების დებულებათა დარღვევას).
5.16. თუ ბრენდ პარტნიორი ლეგალური, ან არალეგალური გზით აღმოჩნდა ჩართული დისკუსიასა თუ მოვლენაში, რომელსაც შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს კომპანია ორიფლეიმის იმიჯსა და რეპუტაციაზე, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ კომპანიას.
5.17. ორიფლეიმი იტოვებს უფლებას შეიტანოს დამატებები და ცვლილებები „წარმატების გეგმაში”, კვალიფიკაციის პირობებში, აგრეთვე ორიფლეიმის ეთიკურ კოდექსში და ორიფლეიმის წესებში.
6.ორიფლეიმის დირექტორის უფლებები და მოვალეობები
საერთო წესების გარდა, რომელიც უნდა დაიცვას ორიფლეიმის ყველა ბრენდ პარტნიორმა, დირექტორის წოდების მქონე ბრენდ პარტნიორებზე ასევე ვრცელდება დამატებითი წესები. წესებიდან რომელიმეს დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს წოდებისა და მასთან დაკავშირებული ყველა პრივილეგიის დაკარგვა, ბონუსებისა და მოცულობითი ფასდაკლების ჩათვლით, ცალკეულ შემთხვევებში კი ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის სარეგისტრაციო ნომრის ტერმინაციაც.
6.1. როგორც მისი პერსონალური ჯგუფის ლიდერს, დირექტორს ყოველ საკატალოგო პერიოდში აქვს ვალდებულება:
ა) პერსონალური ჯგუფის მუდმივი გაზრდა და განვითარება;
ბ) საკუთარი ბრენდ პარტნიორების დახმარება, მხარდაჭერა და მოტივირება;
გ) ტრენინგებისა და სამოტივაციო შეხვედრების ჩატარება, მიზნების დასახვა და მათი მიღწევის კონტროლი;
დ) ბრენდ პარტნიორებისთვის ბიზნესის წარმოების, მათ შორის ეთიკური კოდექსის და Oriflame-ს ბრენდ პარტნიორთა ქცევის წესების სწავლება.
ე) საკუთარი ბრენდ პარტნიორების დროული ინფორმირება სხვადასხვა სახის შეხვედრების, ღონისძიებების, ტრენინგების, კომპანიის სიახლეებისა და სხვა მსგავსის თაობაზე;
ვ) კომპანიის ყველა სემინარსა და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) Oriflame-ს ბრენდ პარტნიორთა ეთიკური კოდექსისა და წესების დაცვა, ყველა საქმეში პირადი მაგალითის ჩვენება;
თ) ორიფლეიმის საქმიან შეხვედრებზე დასწრება, რომელსაც ატარებენ ორიფლეიმის გაყიდვების მენეჯერები (ასმ-ები).
6.2. ორიფლეიმის დირექტორს უფლება არა აქვს
ა) წარმოადგენდეს, ან იყოს სოციალური და პირდაპირი გაყიდვების ნებისმიერი სხვა კომპანიის წევრი, რეკომენდაცია და რეკლამირება გაუწიოს სოციალური და პირდაპირი გაყიდვების ნებისმიერ სხვა კომპანიასა და მის პროდუქტებს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს, ან რეკომენდაცია გაუწიოს პარტნიორული მარკეტინგის ნებისმიერ პროგრამას;
გ) რეკომენდაცია და რეკლამირება გაუწიოს სხვა კომპანიების კოსმეტიკურ და ჯანმრთელობის პროდუქტებს.
6.3. თუ დირექტორის მეუღლე სხვა ახლო ნათესავი (მაგ: ძმა/და, დედა / მამა, შვილი) სხვა სოციალური გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელია, ასეთ მეუღლეს ან ნათესავს (განსაზღვრება პუნქტი 6.3 თანახმად) ეკრძალება კომპანია ორიფლეიმის საქმიანობაში მონაწილეობა და ორიფლეიმის ჩართვა თავისი კომპანიის საქმიანობაში. დირექტორებმა, ვისი მეუღლეებიც (განსაზღვრება პუნქტი 6.3 თანახმად) სოციალური გაყიდვების სხვა კომპანიებში მუშაობენ, ამის შესახებაც უნდა აცნობონ კომპანია ორიფლეიმს.
6.4. დირექტორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი სარეგისტრაციო ნომერი მემკვიდრეობით შეიძლება გადაეცეს გარდაცვლილის უახლოეს ნათესავებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წერილობითი ფორმის განცხადება მიიღება გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დირექტორის სარეგისტრაციო ნომერი გაუქმდება. Mმემკვიდრეები ვალდებულნი არიან დაეთანხმონ და დაიცვან ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორისათვის სავალდებული ყველა წესი და პირობა.
6.5. დირექტორმა უნდა დაიცვას ყველა დამატებითი წესი და ინსტრუქცია, რომლის შესახებ კომპანია ორიფლეიმი მას წერილობითი სახით შეატყობინებს.
7. პრეტენზიის წამოყენების პროცედურა
აღნიშნული ეთიკის კოდექსისა და წესების დარღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი შეიძლება გადამისამართდეს კომპანია ორიფლეიმში და/ან უშუალოდ ბრენდ პარტნიორის ქვეყანაში წარმოდგენილ კომპანიის გენერალურ დირექტორთან.
დანართი 1.
ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების ინტერნეტში ქცევის წესები
მოცემული განყოფილება განსაზღვრავს Oriflame-ს იმ ბრენდ პარტნიორების ინტერნეტში ქცევის წესებს, ვინც არ არღვევს კომპანია Oriflame-ის უფლებებსა და მასთან დაკავშირებულ კანონებსა და არსებულ შეთანხმებებს.
1. საერთო დანართები
ორიფლეიმი ბრენდ პარტნიორებს ინტერნეტში სთავაზობს პირადი რეფერალური ბმულების შექმნის ოფციას, ასევე პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციის სხვა ცენტრალიზებულად შექმნილ ონლაინ ინსტრუმენტებს და ორიფლეიმის ბიზნეს შესაძლებლობებს. მხოლოდ ასეთი ციფრული ინსტრუმენტებია დღეისათვის, ერთადერთი, Oriflame-ს მიერ ნებადართული ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც ბრენდ პარტნიორებს შეუძლიათ შესთავაზონ პროდუქტები გასაყიდად და გამოაქვეყნონ ფოტოები და ლოგოები, რომელთა საავტორო უფლება ეკუთვნის Oriflame-ს.
ბრენდ პარტნიორებს ასევე შეუძლიათ შექმნან საკუთარი საიტები, რათა გაავრცელონ ინფორმაცია მათი საქმიანობის, პროდუქციისა და ორიფლეიმის ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ, იმ პირობით, რომ ამ საიტებზე მკაფიოდ იქნება მითითებული, რომ ისინი არ წარმოადგენენ კომპანიის ოფიციალურ საიტებს ინტერნეტში. საიტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ინდივიდუალური მფლობელი, მისი საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე ციტირების შემთხვევაში აუცილებელია ოფიციალური წყაროს ბმული.
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს არ შეუძლიათ გამოაქვეყნონ რაიმე ინფორმაცია ან საავტორო უფლებებით დაცული სხვა მასალები საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე.
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს არ შეუძლიათ გამოიყენონ ორიფლეიმის ბრენდი პოლიტიკური შეხედულებების ან რელიგიური იდეების მხარდასაჭერად ან პოპულარიზაციისთვის.
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს არ შეუძლიათ ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, რასობრივი ან ეთნიკური სიძულვილის წაქეზების ან სხვა შეურაცხმყოფელი ან უკანონო ინფორმაციის ან მასალების გამოქვეყნება.
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს არ შეუძლიათ გამოაქვეყნონ ინფორმაცია კომპანიის პროდუქტების შესახებ, რომლებიც ჯერ არ არის გამოშვებული, გაამჟღავნონ მომხმარებლის მონაცემები, გამოაქვეყნონ კატალოგები და სხვა მასალები, რომლებიც ჯერ არ არის განთავსებული Oriflame-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, ისევე როგორც კომპანიის სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია.
2. ვებ-რესურსის სახელი
ბრენდ პარტნიორებს ეკრძალებათ ისეთი დომენების, სოციალური მედიის პირადი გვერდების, მობილური დანართების, ან საიტის შექმნა, რომელთა დასახელებაშიც ფიგურირებს სიტყვა „ორიფლეიმი” ან ორიფლეიმის საფირმო დასახელების ნებისმიერი სხვა ფონეტიკური იმიტაცია (ნებისმიერ ენაზე).
ფონეტიკური იმიტაციის ქვეშ იგულისხმება ბრენდის დასახელების კლონირება ასოებთან და ბგერებთან მუშაობის ხარჯზე (დასახელებაში ერთი ან რამდენიმე ასოს ჩანაცვლება, დამატება და/ან წაშლა), რომელიც შედეგად იძლევა ორიგინალთან ახლოს მდგომ ჟღერადობას ან დამწერლობას.
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებმა არ უნდა დაარეგისტრირონ გვერდი/ჯგუფი სოციალურ ქსელებში სახელებისა და სურათების გამოყენებით, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია და შექმნას შთაბეჭდილება, რომ ეს გვერდი არის ორიფლეიმის ოფიციალური გვერდი/ჯგუფი:
- გვერდის/ჯგუფის სახელი და სოციალური მედიის პროფილის სურათი ნათლად უნდა მიუთითებდეს, რომ ისინი შექმნილია Oriflame-ის დამოუკიდებელი ბრენდ პარტნიორის მიერ. მაგალითად: „ორიფლეიმის დამოუკიდებელი პარტნიორის, ეთერ გიორგაძის გუნდი“. პროფილის სურათად გამოყენებული უნდა იყოს ეთერის პირადი ფოტო.
- სოციალური მედიის გვერდს/ჯგუფს არ შეიძლება დაერქვას სახელი, მაგალითად, "Oriflame_Batumi" ორიფლეიმის ოფიციალური სურათების გამოყენებით, როგორიცაა Oriflame ლოგო და ა.შ.
სიტყვა “ორიფლეიმი” შეიძლება გამოყენებულ იქნას ბლოგის, ანგარიშის, ან სოციალური ქსელის ჯგუფის დასახელებაში, თუკი ამავე დასახელებაში ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ჯგუფი (გვერდი სოციალურ ქსელში, ან ბლოგი) არ წარმოადგენს კომპანიის ოფიციალურ რესურსს. მაგალითად: „ორიფლეიმ-ბათუმის დამოუკიდებელი ბრენდ პარტნიორების თანასაზოგადოება“.
3. მოთხოვნები ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორის ვებ-რესურსის გასაფორმებლად
ნებისმიერ ვებ-რესურსის (საიტი, ბლოგი, გვერდი, ან ჯგუფი სოციალურ ქსელებში) მთავარ გვერდზე, თუ სარეკლამო კამპანიაში უნდა ფიგურირებდეს შესამჩნევი, მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საიტის მფლობელი ორიფლეიმის დამოუკიდებელი ბრენდ პარტნიორია.
ბრენდ პარტნიორის საკონტაქტო ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საიტის დამთვალიერებლებისათვის.
აღნიშნული განყოფილების წესები არ ვრცელდება პირად გვერდებზე, ბლოგებსა და საიტებზე, რომლებსაც არ აქვთ კავშირი ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორების საქმიანობასთან.
4. შინაარსი და ბმულები
ბრენდ პარტნიორებს, საკუთარი საიტის შექმნის შემთხვევაში, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით და იმისათვის რომ მომხმარებლები შეცდომაში არ იქნენ შეყვანილი, ეკრძალებათ ორიფლეიმის ოფიციალური საიტის დიზაინის კოპირება. ორიფლეიმის ოფიციალური ინტერნეტ რესურსებიდან, ისეთების როგორიცაა: საიტი, სოციალური ქსელები, ვიდეო ჰოსტინგის არხი და ა.შ., მასალის კოპირებისას, აღნიშნული მასალის წყაროს მითითება სავალდებულოა.
5. ფოტოები და სურათები
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს ეკრძალებათ ფოტოების და ვიდეოების კოპირება Oriflame-ის ოფიციალური ვებგვერდიდან და მათი გამოქვეყნება საკუთარ ვებსაიტზე. ყველა გრაფიკული მასალა დაცულია საავტორო უფლებებით. ეს უფლებები არ ვრცელდება ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორებზე.
კომპანია ორიფლეიმი მის ბრენდ პარტნიორებს აძლევს უფლებას გამოიყენონ:
- პროდუქციის ნებისმიერი ფოტო, რომელიც განთავსებულია ორიფლეიმის ოფიციალურ საიტზე, განყოფილებაში „ორიფლეიმის გამოსახულებების ბიბლიოთეკა“, რომელსაც აქვს გაზიარების და ჩამოტვირთვის ფუნქცია. გაზიარების ფუნქცია უზრუნველყოფს ავტომატურ ბმულს თავდაპირველ საიტზე.
- მოდელების, პროდუქტებისა და ვიდეოების სურათები გაზიარების ფუნქციის საშუალებით, როდესაც ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია. გაზიარების ფუნქცია უზრუნველყოფს ავტომატურ ბმულს თავდაპირველ საიტზე.
- ორიფლეიმის პროდუქტების სურათები გაზიარების ფუნქციის გარეშე. ამ შემთხვევაში, სურათის ქვეშ ნათლად და ცალსახად უნდა მიუთითოთ ბმული თავდაპირველ წყაროზე (მაგალითად: "წყარო: www.oriflame.com 03/02/2022").
იკრძალება: - მომავალი კატალოგიდან, ბროშურებიდან და სხვა ბეჭდვითი გამოცემებიდან ისეთი ფოტოების გამოყენება, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის გამოქვეყნებული ორიფლეიმის ოფიციალურ საიტზე, ან მიმდინარე კატალოგში.
ორიფლეიმის ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის.
მესამე პირის მიერ კომპანია ორიფლეიმის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი მოთხოვნა და პრეტენზია, რომელიც უკავშირდება ზემოთხსნებული ობიექტების გამოყენების წესების დარღვევას, გადამისამართდება ბრენდ პარტნიორთან, რომელიც ვალდებული იქნება დაარგულიროს პრობლემა საკუთარი რესურსებით.
6. ორიფლეიმის ლოგოტიპი
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებისთვის Oriflame-ს ლოგოტიპის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ კომპანიის წერილობითი თანხმობით.
7. Oriflame-ის ბრენდ პარტნიორები სოციალურ ქსელებში
ორიფლეიმი მხარს უჭერს ბრენდ პარტნიორების ბლოგებში, სოციალურ ქსელებსა და მსგავს რესურსებზე არსებობას. ბრენდ პარტნიორებს შეუძლიათ ინდივიდუალური სტილით გამოაქვეყნონ საკუთარი შეფასებები და კომენტარები ორიფლეიმის პროდუქციასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება 1.3 პუნქტის მოთხოვნებიდან პროდუქციის თვისებების შესახებ სანდო ინფორმაციის ნაწილი. კომპანია გირჩევთ გამოიყენოთ „მეგობრებთან გაზიარების” ფუნქცია კომპანიის ოფიციალურ საიტზე, რათა კორექტულად ასახოთ ინფორმაცია და წყაროს ბმული.
8. ინტერნეტ რეკლამა
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაკავდნენ თავიანთი ვებ-რესურსების რეკლამირებით ინტერნეტში, იმ პირობით, რომ დაიცავენ ბრენდ პარტნიორების წესდებაში ხსენებულ ინტერნეტში ქცევის წესებს.
კონტექსტურ რეკლამაში (მაგალითად, Google Adwords სერვისის დახმარებით):
• ასახული უნდა იყოს, რომ ის შეიქმნა ორიფლეიმის დამოუკიდებელი ბრენდ პარტნიორის მიერ.
• სათაურმა არ უნდა შეიყვანოს ხალხი შეცდომაში, შექმნას შთაბეჭდილება, რომ რეკლამა ოფიციალურად წარმოდგენილია კომპანია ორიფლეიმის მიერ.
• იკრძალება „ორიფლეიმის” საფირმო დასახელების და ბრენდთან დაკავშირებული ნებისმიერი სახელწოდების, როგორიც არის „NovAge” ან „Giordani Gold” და ა.შ. ამ დასახელებების ნებისმიერი ფონეტიკური იმიტაციის მთავარი სიტყვის სახით გამოყენება.
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორს არ აქვს უფლება რეკლამირება გაუწიოს მის პერსონალურ რეფერალურ ბმულს ორიფლეიმის ონლაინ მაღაზიაში ფასიან სარეკლამო კამპანიებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ბმული რეკლამირებულია მისი საკუთარი ვებსაიტის, ბლოგის, გვერდის საშუალებით სოციალურ ქსელებში. ნებადართულია პერსონალური ვებ რესურსის პოპულარიზაცია, რომელზეც განთავსებულია Oriflame-ის ბრენდ პარტნიორის პერსონალური რეფერალური ბმული.
ამასთანავე, საკუთარი ვებ-რესურსების რეკლამირებისას ბრენდ პარტნიორს ეკრძალება:
• ორიფლეიმის უკვე დარეგისტრირებული ბრენდ პარტნიორების მიზანმიმართული მიზიდვა ელექტრონული ფოსტით შეტყობინებების დაგზავნის, ან სხვა ციფრული თუ არაციფრული მეთოდის გამოყენებით.
• სხვა ბრენდის საქონლის ან მომსახურების რეკლამირება, საგანმანათლებლოს ჩათვლით, წარმატების გეგმაში მითითებულის და/ან ორიფლეიმის მიერ ნებადართულის გარდა, სოციალური მედიის იმავე ანგარიშებზე, სადაც Oriflame-ის ბრენდ პარტნიორი რეკლამირებას უწევს Oriflame-ს პროდუქციასა და ბიზნეს შესაძლებლობებს და სადაც ცნობილია მისი პიროვნება, როგორც Oriflame-ს ლიდერი, ასევე ელექტრონული ფოსტის და სხვა ციფრული თუ არაციფრული არხებით Oriflame-ის ქსელის გამოყენებით.
9. ფასიანი ტრენინგები
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს არ აქვთ უფლება დააკისრონ მონაწილეებს საფასური ონლაინ ტრენინგებისა და ვებინარებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც აღწერილია Oriflame-ის ბრენდის პარტნიორის ქცევის კოდექსის პუნქტში 4.18.
10. ონლაინ გაყიდვები
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს უფლება არ აქვთ გაყიდონ, აჩვენონ ან გამოფინონ ორიფლეიმის პროდუქცია ინტერნეტ მაღაზიებში, აუქციონებზე, მარკეტფლეისებზე, მაგალითად როგორიც არის Ozon, Widberries და სხვა, ფასდაკლებების საიტებზე, მაგალითად როგორიცაა Ebay.com უფასო განცხადებების საიტებზე, მაგალითად როგორიცაა Mymarket.ge ასევე მის პირად ვებ-რესურსებზე (საიტი, ბლოგი, გვერდი სოციალურ ქსელში და ა.შ.), ონლაინ გადახდების გათვალისწინებით. დასაშვებია მხოლოდ პროდუქციის რეკომენდირება საკუთარ ვებ-რესურსებზე, მათი აღწერა და ინფორმაციის შეგროვება სასურველ შეკვეთაზე, შემდგომში ამ შეკვეთის ორიფლეიმის ოფიციალურ საიტზე განსათავსებლად.
პროდუქციის ონლაინ გაყიდვის ერთადერთი შესაძლო მეთოდია პირადი რეფერალური ბმულის შექმნა, რომელიც შეიქმნება ორიფლეიმის ოფიციალურ საიტზე და ბრენდ პარტნიორი საკუთარ ვებ-რესურსზე განათავსებს გადასასვლელ ბმულს.
განსაზღვრება „ინტერნეტ-მაღაზიის“ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბრენდ პარტნიორის პირადი რეფერალური ბმულით მუშაობისას, იმ ქვეყნებში, სადაც ეს ოფცია მოქმედებს. სხვა შემთხვევაში განსაზღვრება „ინტერნეტ-მაღაზიის“ გამოყენება დაუშვებელია.
ორიფლეიმის პროდუქტები არ უნდა განთავსდეს დემონსტრაციისა და რეკომენდაციისთვის ბრენდ პარტნიორების პირად ვებ-რესურსებზე სხვა ბრენდის პროდუქტებთან ერთად, რომელიც არ არის წარმოდგენილი ორიფლეიმის ასორტიმენტში.
11. სპამი
Oriflame-ის ბრენდ პარტნიორებს მკაცრად ეკრძალებათ:
- პოსტების ავტომატური განთავსება არათემატურ ფორუმებში, ბოტების გამოყენება, ანუ პროგრამები ავტომატური სპამის გავრცელებისთვის ან ავტომატური მოქმედებებისთვის, როგორიცაა სოციალური ქსელის მომხმარებლების დამატება ჯგუფში/გვერდზე.
- კომერციული პოსტების განთავსება ბიზნესის ან პროდუქტის აშკარა ან ფარული შეთავაზებით ფორუმებზე, რომლებიც არ არის თემატური, ასევე სოციალური ქსელების პირად გვერდებზე, ვებსაიტებზე და ორგანიზაციებისა და კერძო პირების პოსტებზე კომენტარებში ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის და პრაქტიკული მაგალითებისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვათ Oriflame ბრენდის პარტნიორის ონლაინ ქცევის კოდექსი, იხილეთ Oriflame ბრენდის პარტნიორის ონლაინ სახელმძღვანელო.
დანართი № 2.
მომხმარებელთან / პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობისას ორიფლეიმის ბრენდ პარტნიორმა საჭიროა:
- წარმოადგინოთ საკუთარი თავი და კომპანია ორიფლეიმი, სასარგებლო ინფორმაცია, იდეები პროდუქციის შესახებ, ორიფლეიმის სერვისის შესახებ.
- აუხსნათ კლიენტებს წინადადებების მიზანი და წარმოადგინონ ინფორმაცია ორიფლეიმის პროდუქციის შესახებ.
- უპასუხოთ კითხვებს ჭეშმარიტად და უთხრათ სიმართლე.
- გააკეთოთ მხოლოდ ორიფლეიმის მიერ დამოწმებული განცხადებები ორიფლეიმის პროდუქტების შესახებ. გაუგზავნო კლიენტს ორიფლეიმის ვებ-გვერდის მისამართი, სადაც მას შეუძლია გაიგოს უფრო მეტი პროდუქციისა და პრეტენზიის პროცედურის შესახებ.
- პატივი სცეთ მომხმარებელს, სხვა ბრენდ პარტნიორებს. არ იძალადო, ექსტრემისტული ქმედებები რასობრივ, სექსუალურ ნიადაგზე; არ იყიდოთ იბილწსიტყვაო. პატივისცემა სხვისი პირადი ცხოვრების თუ კონფესიის, ასევე შემდეგ საკითხებზე: პოლიტიკის, რელიგიის და ა.შ.
- კლიენტის მოთხოვნით შეწყვიტოთ მასთან კომუნიკაცია.
- მოახდინოთ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და შენახვა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც აკმაყოფილებს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს პირად მონაცემთა დაცვის სფეროში.
- დაიცვათ კონფიდენციალური ინფორმაცია. ორიფლეიმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ მასალებზე დაყრდნობით, აუცილებელია წყაროზე მითითება (მაგალითად, "ვებ-გვერდზე www.oriflame.ge, 2020"). აკრძალულია გამოაქვეყნო კონფიდენციალური მასალები ორიფლეიმის ოფიციალურ გამოცემამდე, მაგალითად, მომავალში პროდუქტის გაშვებასა და სარეკრუტინგო კამპანიებზე.
პროდუქციის გაყიდვისას საჭიროა:
- უზრუნველყო კლიენტისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება: პროდუქტების ფასი, გადახდის პირობები, მიწოდების დრო;
- გასცეთ შეკვეთის წერილობითი ფორმა თქვენი კლიენტისთვის;
- შეატყობინოთ კლიენტს იმ პერიოდის შესახებ, რომელშიც მას შეუძლია გააუქმოს შეკვეთა და თანხის დაბრუნების პროცედურა, თუ პროდუქტი ექვემდებარება ხელახალ გაყიდვას;
- უზრუნველყოთ ორიფლეიმის პროდუქციის ხარისხის წარდგენა, გაყიდვის შემდგომი მომსახურება და შესაბამისი პროცედურების გაფორმება.
ორიფლეიმის პოტენციურ ბრენდ პარტნიორთან ურთიერთობისას საჭიროა:
- აცნობოთ, რომ ფაქტობრივი მოგება და გაყიდვები დამოკიდებულია პიროვნებასა და მის უნარებზე, გაყიდვების პროცესის დროს დახარჯულ ძალისხმევასა და სხვა ფაქტორებზე;
- უზრუნველყოთ საჭირო ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი პროდუქციის რეალიზაციისას.
- შეახსენოთ თქვენს მოსაუბრეს, რომ ორიფლეიმი არის სოციალური გაყიდვების სილამაზის კომპანია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ინოვაციური პროდუქტების უწყვეტ განვითარებაზე. ორიფლეიმი გთავაზობთ ხარისხიან პროდუქტებს და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობას. ამ ბიზნესს შეუძლია საშუალება მისცეს გააუმჯობესოს არა მხოლოდ ფინანსური მხარე, არამედ პირადი თვისებები.
კლიენტთან / ორიფლეიმის პოტენციურ ბრენდ პარტნიორთან კომუნიკაციისას, არ ღირს:
- განახორციელოთ ზეწოლა კლიენტზე პროდუქციის შეძენის ან გუნდში შეყვანის მიზნით.
- გადააჭარბოთ პროდუქტის დახასიათებისას. საჭიროა პატიოსნად და სამართლიანად გააჟღეროთ თქვენი გამოცდილება, პროდუქტის გამოყენება, ყოველთვის მიმართეთ პროდუქტის ანოტაციას ან სხვა ინფორმაცია მოწოდებულს ორიფლეიმის მიერ.
- მიაწოდოთ გაზვიადებული ფაქტები ორიფლეიმის პროდუქციის მახასიათებლებზე, შემოსავლის ოდენობაზე, მუშაობის გამოცდილების შესახებ.
- შეიყვანოთ შეცდომაში, მოახდინოთ ზეწოლა კლიენტზე.
- შეგრცხვეთ იმ ფაქტის გამო, რომ თქვენ არ გაქვთ პასუხს კლიენტის კითხვაზე ან არ ხართ დარწმუნებული პასუხში. მიმართეთ კომპანია ორიფლეიმს სწორი პასუხის გასარკვევად, შემდეგ დაუბრუნდით კლიენტს.
- შეიყვანოთ შეცდომაში სხვა კომპანიების პროდუქტების შედარებისას. შედარების კრიტერიუმები უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, რომლებიც ობიექტურად დასტურდება.
- შელახოთ სხვა კომპანიების ბიზნეს რეპუტაცია, გადმოიბიროთ სხვა კომპანიების მომხმარებლები ან აგიტაცია გაუწიოთ.
- შესთავაზოთ ადამიანს პროდუქციის შეძენა იმაზე დაბალ ფასში ვიდრე დაანონსებულია, იმ იმედით, რომ შემდგომში ფასს დაარეგულირებენ , ამით მოიზიდავენ უფრო მეტ ადამიანს, მითუმეტეს თუ ასეთი შემცირება არ არის დაანონსებული კომპანიის მხრიდან.