აღწერა
შრატის ფორმულა იძლევა პრაიმერის ეფექტს: მომენტალურად აგლუვებს კანს და ათანაბრებს ტონს. ხელს უწყობს კანის მომზადებას შემდგომი მაკიაჟის წასმისთვის, ახანგრძლივებს მის გამძლეობას. ებრძვის კანის დაღლილობის გარეგნულ ნიშნებს, ანიჭებს მას უფრო ახალგაზრდულ და დასვენებულ იერს.
პრებიოტიკური შრატი იცავს კანის ბარიერს, აუმჯობესებს ტექსტურას და აძლიერებს კანის ბზინვარებას, მატებს დატენიანების შეგრძნებას.
ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს დატენიანებას, რომელიც აუცილებელია ელასტიურობის შესანარჩუნებლად, ახანგრძლივებს კანის ახალგაზრდობას, ზრდის მის სიმკვრივეს და ბზინვარებას.
გამაახალგაზრდავებელი მიკრომარგალიტები
მყისიერად ანიჭებს კანს განუმეორებელ ახალგაზრდულ ბზინვარებას.
როგორ გამოვიყენოთ
გამოიყენე როგორც პირველი ნაბიჯი კანის მოსამზადებლად ტონალური ან CC კრემის წასმისთვის - ეს გაზრდის ტონალური კრემის გამძლეობას და შექმნის უფრო გლუვ საფარს.
- წაისვი სუფთა კანზე თითის ბალიშებით
- ნაზად გადაანაწილე სახეზე და კისერზე, მიეცი საშუალება, რომ შეიწოვოს
- მოარიდე თვალის გარშემო ზონას
შესაფერისია GG-ის ყველა ტონალურ საშუალებებთან და CC კრემებთან გამოყენებისთვის, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ბუნებრივი, სრულყოფილი საფარის მისაღებად.
ინგრედიენტები
დეტალურად Giordani Gold
გამოხმაურება
მიტანა
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.