აღწერა
სხივები, მოწევა, გარემოს დაბინძურება და დაბერების ბუნებრივი პროცესი ანელებს კანის უჯრედების განახლებას. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე და ტექსტურაზე, იწვევს მის გაუხეშებას, აქერცვლას და ფორების გაფართოებას. იზრუნე შენს კანზე, დაამატე NovAge Proceuticals 6% AHA Peel Solution შენს ყოველდღიურ მოვლაში. ეს ამქერცლავი ხსნარი შეიცავს 6% ალფა-ჰიდროქსიმჟავებს (რძემჟავა და გლიკოლის მჟავა) და მოქმედებს კანის მკვდარი, მშრალი უჯრედების ქიმიური პილინგის გზით. ის ასევე ეფექტურად აჩქარებს უჯრედული განახლების პროცესს და უფრო აგლუვებს კანს, ანიჭებს ბზინვარებას და ჯანსაღ შეფერილობას. ტესტირებულია დერმატოლოგების და მომხმარებლების მიერ.
- ახდენს კანის ზედა შრის პილინგს, ანიჭებს სახეს სუფთა და ბრწყინვალე ფერს
- აუმჯობესებს კანის ტექსტურას 7 დღის შემდეგ – 88% ადასტურებს*
- 7 დღის შემდეგ ფორები ნაკლებად შესამჩნევი და გასუფთავებული ხდება – 88% ადასტურებს*
როგორ გამოვიყენოთ
- გამოიყენე კვირაში 1-2-ჯერ საღამოს, გაწმენდის შემდეგ.
- დაიტანე პროდუქტის 1-2 წვეთი სახისა და კისრის მშრალ კანზე, მოერიდე თვალის გარშემო არეს. არ ჩამოიბანო.
- შემდეგ წაისვი კომპლექსური მოვლის საშუალებები ჩვეული წესით. საუკეთესო შედეგის მისაღწევად გამოიყენე კურსით 4-6 კვირის განმავლობაში.
- შრატის გამოყენების პერიოდში გამოიყენე SPF-შემცველი საშუალებები დღის საათებში და შეამცირე მზეზე ყოფნის დრო.
ინგრედიენტები
რძემჟავა
გლიკოლის მჟავა
ალფა-ჰიდროქსიმჟავები – ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებიც სტიმულირებენ კანის ბუნებრივ განახლებას. შესაფერისია სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად, ფოტოდაბერების ნიშნების და კანის არათანაბარი ტონის ჩათვლით. AHA-მჟავები ხელს უწყობენ მშრალი და მკვდარი უჯრედების პილინგს კანის ზედაპირიდან, რაც იწვევს ახალი უჯრედების წარმოქმნას. ეს პროცესი აღადგენს კანის ბზინვარებას და ამცირებს ნაოჭების, გაფართოებული ფორების, პიგმენტაციის და სხვა ნაკლოვანებების გამოხატულებას.
დეტალურად NovAge
გამოხმაურება
მიტანა
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.