აღწერა
მსუბუქი და გრძნობადი არომატი თეთრი იის, თეთრი ზამბახის და ძვირფასი კედარის ნოტებით — ნამდვილი სიყვარული, რომელთანაც არ გინდა განშორება.
არომატაის ტიპი: ყვავილის, ხილის, ხის.
ზედა ნოტები: მსხალი, ფრეზია, თეთრი ია.
გულის ნოტები: თეთრი ზამბახი, შროშანა, ჟოლო.
საბაზისო ნოტები: კედარი, სანდალოზი, ვანილი.
● არომატის საკვანძო ნოტი — თეთრი ია, რომელიც ადრეულ გაზაფხულზე ყვავის და სახასიათო ნაზ, ტკბილ არომატს აფრქვევს, რომელსაც ხშირად იყენებენ პარფიუმერული ნაწარმის კომპონენტის, საპნის სურნელის და გემოს დანამატების სახით.
● არომატის ავტორი — პიერ ნეგრინი, რომელსაც მიენიჭა საფრანგეთის პარფიუმერების საზოგადოების პრესტიჟული პრემია.
როგორ გამოვიყენოთ
- შეინახე პარფიუმი მშრალ გრილ ადგილას, პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით, რათა მისი სუნი არ შეიცვალოს უკანასკნელ წვეთამდე.
- დაიტანე პარფიუმი პულსის წერტილებზე: კისერი, ყურების უკან მდებარე ზონა, იდაყვის შიდა ზედაპირი, მუხლების უკანა ზედაპირი. მაგრამ ერთდროულად ყველაზე არა, რათა შლეიფი არ იყოს ძალიან ძლიერი. იდეალური მომენტი — მაშინვე შხაპის მიღების შემდეგ, ნოტიო კანსა და თმაზე. ასე არომატი მეტხანს გაძლებს. ან გააფრქვიე ცოტაოდენი სუნამო ჰაერში შენს წინ და შეაბიჯე სურნელოვან ღრუბელში.
- აირჩიე არომატი სეზონის მიხედვით: მსუბუქი ზაფხულისთვის და უფრო მძიმე — წლის ცივი სეზონისთვის.
ინგრედიენტები
დეტალურად Eclat
დახვეწილი არომატი მათთვის, ვინც თავდაჯერებულობასა და სტილს გამოხატავს ყოველ ნაბიჯზე. იდეალური ბალანსი კლასიკასა და თანამედროვეობას შორის.
გამოხმაურება
მიტანა
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.