Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

პატენტები, კვლევები და ინოვაციები

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამეცნიერო მიღწევებით — დაპატენტებული ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაწყებული, გლობალური კვლევითი პროექტებით დამთავრებული. ჩვენ გამუდმებით ვანვითარებთ სილამაზის მეცნიერებას, რათა გადავჭრათ ადამიანების სილამაზის პრობლემები მთელი მსოფლიოდან და შევქმნათ თქვენი საყვარელი პროდუქტები.

 

ტექნოლოგიები და ბიუთი-ინოვაციები


მკვრივი, დაჭიმული და ლამაზი კანი Aspartolift ტექნოლოგიასთან ერთად

AspartoLift — ჩვენი ერთ-ერთი უახლესი დაპატენტებული ტექნოლოგიაა, რომელიც ებრძვის კანის დაბერების ნიშნებს. შვიდი წლის კვლევის შედეგი — AspartoLift გამოიყენება NovAge Ultimate Lift კოსმეტიკური საშუალებების ხაზში. ტექნოლოგია იმიტირებს რეტინის მჟავის ეფექტს გვერდითი ეფექტების გარეშე და 70%-ით ზრდის კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს.

ტრიპეპტიდ ტექნოლოგია: ბრძოლა ბაოჭებთან

ასაკთან ერთად, კანში კოლაგენის დონე იკლებს, ნაოჭები კი უფრო შესამჩნევი ხდება. ჩვენი დაპატენტებული ტრიპეპტიდ-ტექნოლოგია, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას და ამცირებს ნაოჭებს 33%-ით — კლინიკურად დადასტურებულია. 

დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან უნიკალურიტექნოლოგიით Lingon 50:50™.

წითელი მოცვის — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვედური კენკრის — ანტიოქსიდანტური თვისებების შესწავლის პროცესში ჩვენ შევიმუშავეთ დაპატენტებული Lingon 50:50™ ტექნოლოგია. წითელი მოცვის კენკრის ექსტრაქტი — თავისთავად ძლიერი ანტიოქსიდანტია, მაგრამ თუ მას კენკრის ფოთლის ექსტრაქტს დავამატებთ, ეფექტი ბევრჯერ გაიზრდება. ეს არის სწორედ ის, რაც გავაკეთეთ! თავდაპირველად ტექნოლოგია ორიფლეიმის პროდუქტებში გამოიყენეს. Lingon 50:50™ იცავს უჯრედულ დნმ-ს, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების უარყოფით გავლენას და ხელს უწყობს მშრალი, მგრძნობიარე და ცხიმიანი კანის დაბალანსებას.

ეფექტური ტონალური ფუძე-მოვლა

დაპატენტებული კომპლექსი SkinRenew განაახლებს, ახალისებს და აცოცხლებს კანს, ასევე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ იგი აჩქარებს უჯრედების მეტაბოლიზმს და იცავს უჯრედულ დნმ-ს. ჩვენ ვიყენებთ ამ კომპლექსს ტონალურ ფუძეში The ONE EverLasting Foundation, რომელიც არა მხოლოდ ასწორებს და ათანაბრებს კანის ტონს, არამედ ზრუნავს სახის კანზეც.

თანაბარი, მბრწყინავი და ღია ფერის კანი ტექნოლოგიით Multi-Bright™

ჩვენს Multi-BrightTM ტექნოლოგიას საფუძვლად უდევს ორი მცენარეული ინგრედიენტი: მჟაუნას ექსტრაქტი და ადაპინის მჟავა, რომელიც წარმოქმნილია ზეითუნის ზეთიდან უჯერი ცხიმოვანი მჟავების საფუძველზე. ერთად ისინი ზემოქმედებენ მელანინის წარმოების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. ტექნოლოგია გამოიყენება პიგმენტაციის საწინააღმდეგო დღის კრემში SPF 20 NovAge Bright Sublime.  

კომპლექსური მოვლა ორიფლეიმისგან†

ჩვენი Premium NovAge მოვლის საშუალებების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ 7-ჯერ უკეთეს შედეგს! მრავალჯერადმა კლინიკურმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ კომპლექსური ზრუნვა ორიფლეიმისგან აუმჯობესებს კანის მდგომარეობას 7-ჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე რეგულარული მოვლა.

†კლინიკური ტესტირების შედეგების მიხედვით, რომლებიც ჩატარდა NovAge True Perfection, Time Restore, Ecollagen, Ultimate Lift, Wrinkle Power კომპლექსური მოვლის  გამოყენებით, კანის ჩვეულებრივ მოვლასთან ან იმ შემთხვევებთან შედარებით, როდესაც კანზე ზრუნვა საერთოდ არ არსებობს. 

გამოკვეთე მზერა საუცხოო წამწამების მოცულობით

დაე, შენი თვალები თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს შენს იმიჯში! ჩვენი უნიკალური ტუშების მეშვეობით გამოკვეთე შენი უნიკალურობა და სილამაზე მაქსიმალურად.

მდგრადი განვითარების ინიციატივები

მეცნიერებთან ერთად, ჩვენ ვნერგავთ წარმატებული განვითარების ინიციატივებს ჩვენი პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე. ვიხელმძღვანელეთ რა ეთიკური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპებით, ჩვენ შევქმენით კანის მოვლის საშუალებების პირველი ხაზი, რომელმაც მიიღო Ecocert®, Fairtrade® და FSC™ სერთიფიკატები.

ჩამორეცხვადი პროდუქტების გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, ჩვენ ახლახან გავუშვით Love Nature საშუალებების ახალი ხაზი ბიოდეგრადირებადი ფორმულებით. სამომავლოდ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჩვენი სხვა პროდუქტებიც ბიოდეგრადირებადი გავხადოთ.

 

კვლევითი პროექტი Age Reflect™

 

Oriflame — არის საერთაშორისო კომპანია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პროდუქტებმა თანაბრად გაუწიონ დახმარება მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან. ამის შესამოწმებლად, ჩვენ დავიწყეთ Age Reflect პროექტი, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ ბერდებიან სხვადასხვა კულტურისა და ეთნიკური ჯგუფების ადამიანები. ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები დაბერების ნიშნებს, როგორ მოქმედებს ასაკი და ცხოვრების წესი გარეგნობაზე. სწორედ ამის წყალობით, ჩვენ ვქმნით "ჭკვიან" პროდუქტებს, რომლებიც მუშაობენ მომხმარებლების სხვადასხვა კანის ტიპზე მთელს მსოფლიოში.