შემოდგომის 5 აუცილებელი აქსესუარი

აქსესუარები ყოველთვის იქნება მოდაში, რადგან მოდა პირველ რიგში შედგება დეტალებისგან. ამ შემოდგომაზე ყველაზე აქტუალური აქსესუარები ნებისმიერ იმიჯს გახდის უფრო ელეგანტურს და გამომხატველს.



1. ფართო ქამარი

ფართო ქამარი ამ სეზონის ყველაზე აუცილებელი აქსესუარია. იგი იმეორებს თქვენი წელის ფორმას და გამოკვეთს თქვენს ფორმებს. ის დამზადებულია ელასტიკური მასალიდან მეტად ელეგანტური ხაზისთვის. ის შეგიძლიათ შეუხამოთ  კაბებს, ტუნიკებს და ა.შ. ხოლო ოქროსფერი ბალთა შემატებს ეფექტურ ბზინვარებას.







2. ხელოვნური ბეწვი

ხელოვნური ბეწვი მოდურია, პრაქტიკული და აქტუალური დამდეგ სეზონზე. მსუბუქი და მოდური საყელო ხელოვნური ბეწვისგან საუკეთესო არჩევანია, რომ გამოიყურებოდე ეფექტურად და ამასთანავე არ შეგცივდეს შემოდგომის ქარიან ამინდში. ეს აქსესუარი მრავალ ფუნქციონალურია - შენ შეგიძლია ატარო იგი როგორც სარფი ან როგორც ქუდი.




3. ძალიან გრძელი შარფი

გრძელზე გრძელი შარფი შემატებს ელეგანტურობას ნებისმიერ სახეს. ოქროსფერი პრინტი შავ ფონზე გარანტირებული შედეგია აღმოჩნდე ყურადღების ცენტრში. იგი შეგიძლია ატარო ქამარში ჩატანებულია ან უბრალოდ შემოიხვიო ყელზე.

4. ჩანთა ბაკეტ-ბეგი

შემოდგომის მთავარი გმირი, კლასიკური ჩანთა "ბაკეტ-ბეგი" მსუბუქ მინიატურულ ვარიაციაში.  ეს პრაქტიკული ნივთი მეტად აუცილებელია თანამედროვე გოგონასთვის. ჩვენ განსაკუთრებით მოგვწონს  ეს აქსესუარი, მოსახერხებელი შესაკრავით.







5. სპორტული კეპი

კეპი - სპორტული ტანსაცმლის იშვიათი ელემენტი, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი მოდის კვირეულზე.  ხოლო თუ შენთან ახლოსაა სპორტ-შიკის სტილი, კეპი აუცილებლად გახდება (თუ არ გახდა) შენი საუკეთესო აქსესუარი.

ტექსტი: ფოტო: Oriflame