ტოპ-5 ბიუთი რჩევა

ჩვენი ბიუთი-ექსპერტები გვიზიარებენ საუკეთესო სილამაზის რჩევებს, რაც მათ ოდესმე მიუღიათ.

ფატიმა დე ლაჩიკა
ლათინური ამერიკა
«მნიშვნელოვანია საღამოს დაწოლამდე მაკიაჟის მოშორება. ასევე აუცილებელია სახის დაბანა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს – მაშინაც კი, თუ სახლში დაბრუნდით გვიან, დაღლილი და ოცნებობთ მხოლოდ დაძინებას. საუკეთესო რჩევა, რომელიც ჩემთვის ოდესმე მოუციათ – ვატარო თან გამწმენდი ხელსახოცები, საგანგებო შემთხვევებისთვის მაკიაჟის მოსაშორებლად და კანის ნაზი გასუფთავებისთვის».

სოფია მარინიო დე ლემოსი
ორიფლეიმი, სტოკჰოლმი
«დედაჩემი ყოველთვის ამბობდა: თმა – შენი მთავარი აქსესუარია, ასე რომ არასოდეს დაგავიწყდეს მასზე ზრუნვა. მეც ვეთანხმევი მას, რადგან ლამაზი, ბზინვარე თმა, ისევე როგორც მოვლილი კანი – მეტყველებს შენს ჯანმრთელობაზე. რეგულარულად სალონში სიარული და თმის ნიღბის მინიმუმ კვირაში ერთხელ გამოყენება – ჩემი მოვლის წესებია».

სანდრა მარიჩი
დასავლეთ ევროპა
«ჩემმა ნაცნობმა ვიზაჯისტმა მომცა საუკეთესო ბიუთი-რჩევა: სანამ ავიპრეხ წამწამებს, გავათბო ის ფენის საშუალებით რამდენიმე წამის განმავლობაში. ასე მე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვინარჩუნებ წამწამების მიმზიდველ ფორმას».

დევანტი სუბიჯანტორო
ინდონეზია
«ერთმა ადამიანმა გამანდო სილამაზის რეცეპტი: ბედნიერების განცდა და ჯანსაღი კანი. მას შემდეგ, მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კანის კომპლექსურ ზრუნვას და ვცდილობ გავიღიმო ხშირად».

დამლა აიგუნი
თურქეთი
«ჩემს ბებიას ჰქონდა იდეალური კანი. როდესაც ვკითხე, თუ რა არის მისი საიდუმლო, მან მიპასუხა: მზე – ეს არის ცხოვრების ყველაზე დიდი სასწაული, მაგრამ შენი კანის ყველაზე დიდი მტერი. მას შემდეგ, მე დავიწყე მაღალეფექტური მზისგან დამცავი საშუალებების ქტიური გამოყენება, ღრუბლიან ამინდშიც კი».








ტექსტი: ფოტო: Sanna Franklin