შენი მრავალფეროვანი დღე: ვარჩევთ თვალის ჩრდილებს

სწორად შერჩეული თვალის ჩრდილები უნდა უხდებოდეს როგორც თქვენი თვალის ფერს, ასევე თქვენს ჩაცმულობას. ჩვენ დაგეხმარებით სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ყავისფერი თვალები

ყავისფერ თვალებს უხდება ნებისმიერი ფერის თვალის ჩრდილი, მაგრამ მეტი ინტენსივობის და აქცენტისთვის დაგეხმარება ბრინჯაოსფერი ან ოქროსფერ ფერთა გამა, თუ  შენი თვალის ფერი ახლოს არის თხილის ფერთან , სცადე მეტალიკის და ბადრიჯნისფერი ჩრდილები, რომლებიც იდეალურად ერწყმის მწვანე ნოტებს. კონტრასტული მაკიაჟის მოყვარულებს ვურჩევთ ლურჯ, მწვანე და ვარდისფერ ფერებს, ხოლო მუქი ფერის თვალებისთვის საუკეთესო ვარიანტია გამომხატველი მუქი "სმოუქი".  


ამისათვის საჭიროა:
მდგრადი თვალის ჩრდილი  The ONE Colour Unlimited– ფერები კაკაოსფერი  და ბრინჯაოსფერი , Giordani Gold ოთხფერი თვალის ჩრდილები – ფერები რძისფერი შოკოლადი.

ცისფერი თვალები…

ჩვენ გირჩევთ: არ გამოიყენოთ მუქი ფერის თვალის ჩრდილები მაკიაჟისთვის, და ასევე "სმოუქი აიზ"-საც. იდეალური არჩევანია მარჯნისფერი და მეტალიკის კრემისებური თვალის ჩრდილები –  ვარდისფერ და ბრინჯაოსფერ ფერთა გამაში. განახლებული მზერისთვის კი გამოიყენე ნარინჯისფერი ჩრდილები.


ამისათვის საჭიროა:
კრემისებური ჩრდილი-ტრანსფორმერი The ONE Colour Impact – ვარდისფერი ოქრო  და ბუნებრივი მარგალიტი.

მწვანე თვალები…
შავი და ყავისფერი თვალის ფანქარი დაგეხმარება გამოკვეთო თვალის ფორმა, ხოლო ყავისფერი და მუქი ნაცრისფერი თვალის ჩრდილი საუცხოოდ ერწყმის მათ. მეტი კონტრასტისთვის გამოიყენე იისფერი, იასამნისფერი ჩრდილები. მეტი გამომხატველობისთვის დაგეხმარება მბრწყინავი თვალის ჩრდილები  - ბრინჯაოსფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი.


მუდამ უნდა გქონდეს თან კოსმეტიკის ჩანთაში:
თხევადი თვალის ჩრდილი «მეტალიკი» The ONE Liquid Metal– ფერი მუქი წითელი.
ოთხფერი თვალის ჩრდილი Giordani Gold ფერი ქაშმირის ქლიავი.
ტექსტი: