ნაბიჯ-ნაბიჯ: ფერთა აღლუმი

შესაძლოა ეს მსოფლიოში ყველაზე მარტივი სახელმძღვანელოა მანიკურის გასაკეთებლად. ამისთვის შენ დაგჭირდება – ორი ფერის ფრჩხილის ლაქი, კოქტეილის ჩხირი და მცირეოდენი ფანტაზია.

1. ძირითადი ფერი 
წაისვი ფრჩხილზე თეთრი ლაქის ერთი ფენა, დაელოდე გაშრობას მეორე ფენის წასმამდე.

2. ფერთა აღლუმი 
შეარჩიე მეორე ფერი – ჩვენ ავირჩიეთ ლურჯი ფერი. დააწვეთე ცოტაოდენი ლაქი ხელსახოცზე, კოქტეილზის ჩხირით შეეხე ლაქის წვეთს და ჩაბერე ისე, რომ ლაქის შხეფები ფრჩხილის ზედაპირზე განაწილდეს. 

3. ზედმეტის მოშორება 
ბამბის ბალიში დაასველე ლაქის მოსაშორებელი საშუალებით და მოიშორე კანზე მოხვედრილი ზედმეტი წვეთები.

4. ფინალური შტრიხი
დასასრულს, ფრჩხილზე გადაისვი დამცავი საფარი მეტი მდგრადობისთვის.





ტექსტი: