როგორ შევუნარჩუნოთ არომატს მდგრადობა

თქვენი საყვარელი არომატი არ ინარჩუნებს მდგრადობას დღის განმავლობაში? სახლიდან გამოსვლის შემდეგ მისი სურნელი შენს სხეულზე იკარგება? შესაძლოა ეს რჩევები დაგეხმარება არომატის მდგრადობის შენარჩუნებაში

1. არ შეინახო სუნამო სააბაზანოში ან ფანჯრის რაფაზე - სითბო და მზის სხივები უარყოფითად მოქმედებს პარფიუმზე. სასურველია პარფიუმი გრილ და ბნელ ადგილას შეინახოთ.

2. თუ გსურს მთელი დღის განმავლობაში შეიგრძნო არომატი, შეიფრქვიე იგი ნოტიო თმაზე.

3. დატენიანებული კანი უკეთესად  ინარჩუნებს არომატს, ვიდრე მშრალი, ასე რომ ისარგებლე კანის მოვლის შესაფერისი საშუალებებით, სანამ პარფიუმს  შეიფრქვევ. 

4. უპირატესობა  მიანიჭე პარფიუმერულ წყალს, რამდენადაც ის შეიცავს  მეტ არომატიზირებულ ზეთებს და შესაბამისად მდგრადობაც მეტი აქვს.

5. ციტრუსის ნოტები სწრაფად ორთქლდება, მდგრადობას ინარჩუნებს ძირითი ხის ნოტები.

6. თუ შეიფრქვევ არომატს ცხელი შხაპის მიღების შემდეგ, დატენიანებული კანი და  გახსნილი ფორები შეინარჩუნებს არომატს  დიდი ხნის მანძილზე.

7. მეტი ეფექტისთვის სასურველია შენი პარფიუმი და შხაპის გელი სერიის ერთი და იმავე ხაზს განეკუთვნებოდეს. 

8. ჰაეროვანი საპნის სურნელის დეზოდორანტი საუკეთესოდ  შეგინარჩუნებთ სისუფთავის და სიხალისის შეგრძნებას მთელი დღის მანძილზე.

9. მაჯებზე შეფრქვეული პარფიუმის ერთმანეთზე გასმა არასახარბიელოა, რამდენადაც ის ხელს უწყობს პარფიუმის აორთქლებას. სასურველია არომატი ბუნებრივად შეიშრო შეფრქვეულ ზონებში. 

ტექსტი: ფოტო: Shutterstock