როგორ ვიზრუნოთ დამსკდარ ტუჩებზე

ცივი ამინდი უარყოფითად მოქმედებს ტუჩებზე და იწვევს მათ დასკდომას. მაგრამ არსებობს მისი თავიდან აცილების საშუალებები.

დატენიანება
იცით თუ არა, რომ ტუჩები გამოყოფს მეტ ტენს ვიდრე სხეულის სხვა რომელიმე ზონა. ტენიანობის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ტუჩების გაუხეშება და დასკდომა. ამიტომ სასურველია შეინარჩუნო ტენიანობა და PH-ბალანსი 8 ჭიქა წყლის მიღებით დღის განმავლობაში.

ხელების გარეშე!
ზოგჯერ ძალიან გინდა მოიშორო ხელით ტუჩის გარქოვანებული კანი. მაგრამ ამის გაკეთება არასასურველია, რამდენადაც ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და ანთებითი პროცესი.


ფუტკრის ცვილი

უპირატესობა მიანიჭე  ტუჩის ბალზამს, რომელიც ფუტკრის ცვილს შეიცავს (მაგალითად, Tender Care). ის უნარჩუნებს ტუჩებს ტენიანობას და ეწინააღმდეგება ანთებითი პროცესების წარმოქმნას. 

საინტერესო ფაქტი: მსოფლიოში ყოველ წუთს იყიდება 8 ცალი Tender Care.


"ტუჩები გამოყოფს მეტ ტენს, ვიდრე სხეულის სხვა რომელიმე ზონა..."

დაცვა
Избавляемся от потрескавшихся губროდესაც გარეთ ცივა და ქარია, ტუჩებზე აიფარე შარფი, რათა თავიდან აიცილო დამსკდარი ტუჩები.


არ გადავიწყდეს სკრაბი
კვირაში ერთხელ სასურველია ისარგებლო ტუჩის ნაზი სკრაბით, რათა მოიშორო გაუხეშებული კანი. ასევე შეგიძლია ტუჩის ზედაპირის გასუფთავება კბილის ჯაგრისით, არ დაგავიწყდეს დამარბილებელი ბალზამის წასმა პროცედურის შემდეგ.


SPF
მზის სხივებისგან დაცვა შენს ტუჩებს ისევე სჭირდება, როგორც სხეულის სხვა ზონებს. ამინდის მიუხედავად, ყოველთვის ისარგებლე SPF შემცველი ბალზამით.


არ დაისველო
ტუჩების დასველებისას შენ აზიანებ ტუჩის დამცავ საფარს და რის შედეგადაც ღებულობ გაუხეშებულ ტუჩებს.


ყურადღება მიაქციე კვებას
შენი ტუჩების სილამაზე დამოკიდებულია საკვებზე. A ვიტამინის  შემცველი საკვები (კვერცხი, რძე, სტაფილო) ხელს უწყობს ჯანმრთელი ტუჩების შენარჩუნებას, ხოლო  ბოსტნეულის შემადგენლობაში შემავალი C ვიტამინი, უნარჩუნებს ტუჩებს სიგლუვეს და ეწინააღმდეგება ნაოჭების წარმოქმნას.


ისუნთქე ცხვირით
სასურველია ისუნთქო ცხვირით, რათა თავიდან აიცილო ტუჩების სიმშრალე. 
ტექსტი: ფოტო: Fotolia & Oriflame Editorial Team