საკუთარ თავზე ზრუნვა ზაფხულის განმავლობაში

ორიფლეიმის ველნეს ექსპერტი გაგიზიარებს ამ სტატიაში, თუ რა უნდა ვიცოდეთ თავის მოვლის შესახებ ზაფხულის პერიოდში და როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და ჯანმრთელობა.

ჩვენ ყველა ველოდით ზაფხულის დადგომას, სასიამოვნო თბილ დღეებს, რომელთა გატარება გვსურს ბუნებაში მზის ქვეშ. თუმცა ამავდროულად ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ოქსიდაციური ჟანგვითი სტრესის. თანამედროვე მეცნიერებამ არა ერთხელ გვამცნო, რომ სილამაზე და ახალგაზრდული იერი არამარტო გარეგან მოვლაზეა დამოკიდებული, არამედ შინაგანზეც.

ჯანსაღი ძილი, კვება, დაბალანსებული ფიზიკური აქტივობა და უარის თქმა ცუდ ჩვევებზე, საწინდარია ჯანსაღი ცხოვრების, თუმცა თანამედროვე ცხოვრების რიტმის პირობებში ხშირად ეს რთულად მისაღწევია ჩვენთვის. როგორ ვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში? დასაწყისისთვის გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ტერმინს.


 

რას ნიშნავს ოქსიდაციური სტრესი?

ოქსიდაციური სტრესი ეს არის პროცესი, რომელიც ხასიათდება დიდი რაოდენობის თავისუფალი რადიკალებით ორგანიზმში. ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქცია, რომელიც განაპირობებს უჯრედების მთლიანობის დარღვევა და მათ განადგურებას.

თუმცა არ შეგეშინდეს, ეს არის ბუნებრივი პროცესი. მაგალითად, ყოველ სამ წუთში ოქსიდაციური სტრესის მოქმედებისას ორგანიზმში იღუპება დაახლოებით მილიარდი უჯრედი.


 

რა არის თავისუფალი რადიკალები?

თავისუფალი რადიკალები - არის მოლეკულები ერთი ელექტრონის გარეშე, რომლებიც მუშაობენ როგორც აგრესიული მჟანგავები და მუდმივად ხვდებიან ჯანმრთელ ორგანიზმში. ისინი არიან იმუნური სისტემის მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ბაქტერიებთან და მუტაციურ უჯრედებთან გამკლავების.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ისინი გვხვდებიან შემდეგი მიზეზების გამო, როგორებიცაა: მავნე ჩვევები (მოწევა, ალკოჰოლის დალევა), ცუდი ეკოლოგიური გარემო, ულტრაიისფერი სხივები. მათი რაოდენობა ორგანიზმში ასევე იზრდება D ვიტამინის ნაკლებობისას და სხვადასხვა დაავადებისას, როგორებიცაა: ჭარბი წონა, ინსულინრეზისტენტობა, მეორე ტიპის შაქრის დიაბეტი და ჰორმონალური დისბალანსი.


 

რა შეიძლება გამოიწვიოს ოქსიდაციურმა სტრესმა?

დიდი ხნის განმავლობაში ოქსიდაციურ სტრესში ყოფნა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ აქვს ენერგია, აქვს მუდმივი ძილის და თვლემის სურვილი და ასევე, მოზღვავებული ემოციები. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა გახდეს რისკი უფრო რთული ქრონიკული დაავადებების გამოწვევის და ტვინის მუშაობის ჩამოშლის.


 

როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს?

ზემოთაღნიშნული ძირითადი პრინციპების გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა, რაც ნიშნავს კომპლექსურ მიდგომის გამოყენებას. ამ დროს მნიშვნელოვანია, როგორც ანტიოქსიდანტების მიღება, ასევე ორგანიზმის მთავარ დამცავ ნაწილზე, კანზე ზრუნვა შესაფერისად.

ანტიოქსიდანტები არიან მოლეკულები, რომლებიც არ აძლევენ შესაძლებლობას ორგანიზმს, საფრთხის შემცველი ჯაჭვური რეაქციების წარმოშობის, რაც თავის მხრივ თავისუფალი რადიკალების გამო ჩნდება. ბევრი მათგანი შენთვის უკვე ნაცნობია: C ვიტამინი - გვხვდება ციტრუსებსა და წითელ წიწაკაში,  E ვიტამინი - მცენარეულ ზეთებსა და თხილში, ბეტა კაროტინი - სტაფილოსა და ოხრახუშში, კოენზიმ Q 10 (უბიქინონი) - ძროხისა და ყაშაყის ხორცში, ფლავონოიდები - მწვანე ჩაისა და კენკრაში.

ბევრი ადამიანის რაციონში ვხვდებით, საკმაოდ დიდი რაოდენობის რაფინირებულ და გადამუშავებულ პროდუქტებს, რომელთა კვებითი ღირებულება დაბალია. ამასთანავე, ჩვენ გვიყვარს ზაფხულში დროის გატარება მზის ქვეშ და გემრიელი ნაყინის მირთმევა, რომელიც ჩვენი ბავშვობის ჩვევებიდან მოგვყვება. ახლა კი ვაცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი საფრთხის შემცველი შესაძლოა აღმოჩნდეს ჩვენი იმუნური სისტემისთვის. ჩვენ არ გეუბნებით, რომ საჭიროა დავემალოთ მზეს და აღარასდროს ვჭამოთ ნაყინი, თუმცა ამ ზაფხულს საჭიროა მცირე ნაბიჯების გადადგმა, რათა შევცვალოთ ცხოვრების სტილი უკეთესებისკენ.


 

1. მზისგან დაცვა

არ გახვიდე გარეთ, როდესაც მზე მის პიკშია ნაშუადღევს, დაიფარე კანის მგრძნობიარე ადგილები, გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალებები და დაიფარე ქუდი.

2. მიაქციე ყურადღება შენი კვების რაციონს

გაზარდე ბოსტნეულის, მწვანე მცენარეებისა და კენკრის რაოდენობა შენი დღის რაციონში. მათში არსებულ ფიტონ ნუტრიენტებს აქვთ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც აკონტროლებენ თავისუფალი რადიკალების რაოდენობას და იცავენ ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან. დაე იყოს შენს თეფშზე ცისარტყელას ყველა ფერი, რაც ნიშნავს მრავალფეროვანი ვიტამინების მაქსიმალურ რაოდენობას. ასევე, არ უგულვებელყო ჯანსაღი ცხიმები, რომლებიც გვხვდება თხილის, ზეთისა და თევზის სხვადასხვა სახეობაში. ხმელთაშუა ზღვის კვების სტილი ყველაზე ახლოსაა საზაფხულო ცხოვრების რეჟიმთან, რომელიც დაგეხმარება შეინარჩუნო ჯანსაღი საჭმლის მონელების პროცესი და კარგი განწყობა. 


 

3. დატენიანება შიგნიდან და გარედან

ჰიდრატაციის საკითხი ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მცირეოდენი წყურვილიც კი იმის მიმანიშნებელია, რომ ორგანიზმი არის დეჰიდრირებული. ამასთანავე, ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანს - ჩვენ გირჩევთ დამატენიანებელ ესენციას NOVAGE, როგორც მოვლის მრავალსაფეხურიანი პროცესის შემადგენელ ნაწილს, რომელმაც მიიღო საერთაშორისო ბიუთი-ინდუსტრიის აღიარება აზიის ქვეყნების წყალობით. ზღვის მრავალფუნქციური პრობიოტიკებით სავსე ესენცია გააჯანსაღებს კანის მიკროფლორას, დაატენიანებს მას და იზრუნებს ფართო ფორების შემცირებაზე. ის აღადგენს კანს, აძლიერებს ეპიდერმისს, აუმჯობესებს სახის ფერს და სძენს მას მეტად ჯანსაღ იერს.

სათანადო დატენიანება არის გასაღები ჯანსაღი და ახალგაზრდული კანის. როდესაც კანი არის სათანადოდ დატენიანებული, მისი დამცავი ფუნქციები იზრდება და იცავს კანს დაბინძურებული გარემოს ზემოქმედებისგან. ამავდროულად, კი კანი სუფთად და ლამაზად გამოიყურება. ნებისმიერი პროდუქტის მიზანია, არამარტო ტენის შენარჩუნება, არამედ მისი სწორად მუშაობა კანის საჭიროებების მიხედვით. პროდუქტის შემადგენლობაში არსებული ინგრედიენტები იზიდავენ ტენს და გადასცემენ კანის უჯრედებს. ასევე, ისინი ქმნიან ჰიდროფილურ გარს კანზე, რომელიც აძლიერებს ეპიდერმისის დამცავ ბარიერს.


 

4. მიიღე დამატებითი ანტიოქსიდანტები

შენი საკუთარი სხეულის ანტიოქსიდანტური დაცვის სისტემა ყოველთვის ვერ უმკლავდება ოქსიდაციურ სტრესს, ამიტომ შენთვის სასარგებლო იქნება კომპლექსის "ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი"კაფსულების მიღება. ისინი შეიცავენ ბუნებრივ კაროტინოიდულ ასტექსანტინს, რომელსაც აქვს უნიკალური სტრუქტურა, რაც მათ განასხვავებს სხვა ანტიოქსიდანტებისგან. მას აქვს ფუნქცია დაფაროს მთელი უჯრედი და უზრუნველყოს მისი დაცვა შიგნიდან. რათა გაძლიერდეს პროდუქტის სასარგებლო თვისებები, მასში არის შვედეთის ტყის მოცვი და ასევე, C და E ვიტამინები. ეს კომბინაცია აძლიერებს სხეულის ანტიოქსიდანტურ თვისებებს და იცავს მის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

5. დამშვიდდი

ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ოქსიდაციურ სტრესზე. ხშირად ჩვენი ცხოვრება სავსეა მრავალი განსხვავებული მოვლენებით, რაც იწვევს ამ მდგომარეობაში ყოფნას. ჩვენ გირჩევთ, რომ ასე სიტუაციაში ჩაიტარო მედიტაცია, გააკეთო ჩასუნთქვის ვარჯიშები, გაისეირნო სუფთა ჰაერზე და გაატარო დრო ახლობელ ადამიანებთან ერთად. მთავარია იპოვო გზები წვრილმანებში, რათა გახდე ბედნიერი!