აიღე და დაწერე: როგორ შეცვალო ცხოვრება კალმის და ბლოკნოტის მეშვეობით

ჩვეულებრივ ბლოკნოტს მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია შენი ბიზნესისთვის, ვიდრე ნოუთბუქს და სმარტფონს. არ გჯერა? სცადე ეს სამი წერითი პრაქტიკა და შენ შეძლებ საჭირბოროტო პრობლემების გადაჭრას, არაორდინარული იდეების პოვნას და შეზღუდვების გამოვლენას, რომლებიც ხელს გიშლიან უკეთესი შედეგების მიღწევაში.

ჩაიწერე, არ შეამოკლო
საკუთარი თავის შეცნობაში და რთული სიტუაციის გარკვევაში, ეჭვების გაფანტვაში, პოსტის დაწერაში ან ბიზნეს-გეგმის შედგენაში, აგრეთვე ემოციების გადმოღვრაში დაგეხმარება თავისუფალი წერის სტილი (ფრირაიტინგი) — ეს არის ყველაფრის ჩაწერის პრაქტიკა, რაც თავში მოგდის. დააყენე ტაიმერი 15-20 წუთზე და დააფიქსირე შენი აზრები. მთავარია — არ გაჩერდე, არ იფიქრო გრამატიკაზე და არ გააკეთო რედაქტირება. კონცენტრირება მოახდინე კალმით ქაღალდზე მოძრაობის პროცესზე და სულ მალე შეამჩნევ, როგორ ამოტივტივდება საინტერესო იდეები, მოსაზრებები, ღრმა გრძნობები, რომელთა შესახებ ეჭვიც კი არ გქონდა.  

ძვირფასი დღიური
დღიური საჭიროა არა მარტო იმისთვის, რომ აწარმოო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების დოკუმენტირება და ქაღალდზე გადმოაფრქვიო მტკივნეული განცდები. ის შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი თვითშეფასების გაზრდისთვის (თუ ყოველ საღამოს მიღწევების სიას შეადგენ), იქცეს საკუთარი პროდუქტიულობის შეფასების საშუალებად (თუ ჩაწერ, რისი გაკეთება ვერ შეძელი და რატომ) და გუნება-განწყობილების გაუმჯობესების საშუალებად (ჩამოთვალე, ვის გინდა გადაუხადო მადლობა და რისთვის). ასევე დღიური შესანიშნავი თანაშემწეა შემოქმედების და ბიზნესის განვითარების პროცესში. აირჩიე 16 თემა, რომელიც დაკავშირებულია შენს საქმესთან და დაწერე ერთ-ერთი მათგანი ყოველდღე.   



სიების ძალა
შენ უეჭველად უკვე გსმენია ასი სურვილის სიის ეფექტურობაზე. სინამდვილეში სიები შეიძლება გაკეთდეს სრულებით სხვადასხვა თებებზე და მათი დახმარებით შენ შეძლებ უკეთ შეიცნო საკუთარი თავი, დეტალურად დაამუშავო პროექტები, მოახდინო შენი ღირებულებების და მრწამსის, შიშის და ეჭვების იდენტიფიცირება. ვარიანტები შეიძლება იყოს შემდეგი: «გამომუშავების 100 ხერხი», «100 მიზეზი ინგლისური ენის შესასწავლად», «100 ადგილი, სადაც მინდა წასვლა». მეთოდიკის ავტორი ქეთლინ ადამსი თვლის, რომ პირველი 30 პუნქტი, როგორც წესი, ეს არის ის იდეები, რომლებიც დიდი ხანია თავში გიტრიალებს. მომდევნო 40 პუნქტში აღმოაჩენ გამეორებებს და ყოველგვარ კლიშეებს, ხოლო უკანასკნელი 30 პუნქტი — ეს არის ყველაზე უჩვეულო, კრეატიული და, შესაძლოა, შენი სიტუაციისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ვარიანტები. 

 
ტექსტი: ფოტო: Oriflame