Алена Терещенко

ბიუთი-შეჯიბრი: შეეგებე გამარჯვებულს

13 ივნისს მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლში გაიმართა გრანდიოზული ფინალური ღონისძიება - "ორიფლეიმის ბიუთი შეჯიბრი". კონკურსის გამარჯვებული გახდა ალიონა ტერეშენკო ხაკასიიდან. შეეგებე მას!

ალიონას, როგორც ვიზაჯისტის კარიერა დაიწყო 17 წლის ასაკიდან. ის სწავლობდა უცხოელ და რუს ოსტატებთან, თანამშრომლობდა წამყვან სამოდელო სააგენტოებთან, ჩაატარა გადაღებების შთამბეჭდავი რაოდენობა, ქმნიდა საქორწილო სახეებს. ალიონას აქვს საავტორო მასტერ-კლასები ჩატარების გამოცდილება და ასევე არის "ციმბირის საუკეთესო ვიზაჯისტი -2014" ტიტულის მფლობელი. 


რითი დაიწყო თქვენი მაკიაჟით გატაცება და როგორ გახდით პროფესიონალი ვიზაჯისტი? 

განათლებით მე დაბალი კლასების პედაგოგი ვარ და ასევე ბავშვთა ფსიქოლოგი. სტუდენტური წლების დროს ჩემს ჯგუფში იყო ორი ბიჭი და 30 გოგონა. რას ვაკეთებდით დასვენებაზე? ერთმანეთს ნაწნავებს ვუკეთებდით! მე ეს მომწონდა და არც ისე ცუდათ გამომდიოდა. ერთხელ ჩემმა ნაცნობმა მთხოვა დავხმარებოდი საქორწილო იმიჯის შესაქმნელად. მე გავუკეთე მას არაჩვეულებრივი ვარცხნილობა, გადავუღე სურათი და განვათავსე ინტერნეტში. ასე დავიწყე მუშაობა პატარძლებთან.
როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა კლიენტმა შემომთავაზა ერთდროულად გამეკეთებინა ვარცხნილობა და მაკიაჟი, ეს გახდა ჩემი გატაცების გადამწყვეტი მომენტი. იდეამ შთამაგონა და გავიარე ვიზაჯისტის საბაზისო კურსები.
პატარძლები ჩემი მუდმივი კლიენტები ხდებოდნენ, მაგრამ ახლა მე შემეძლო შემექმნა სრული სახე - ვარცხნილობით და მაკიაჟით.
დავამთავრე თუ არა ინსტიტუტში სწავლა, ვაგრძელებდი დამოუკიდებლად განვითარებას როგორც ვიზაჟისტი და ამავე დროს ბევრს ვმუშაობდი. მე შთამაგონა მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ვიზაჯისტმა ფელიქს შტეინმა - მისი გავლენით დავიწყე მუშაობა არტ-პროექტებზე.

Алена Терещенкоალიონა ტერეშენკომ ჟიურის ყურადღება მიიპყრო კონკურსის დასაწყიშივე, გამოაგზავნა რა ვიდეო, სადაც თავად გარდაისახა ცნობილ მსახიობ მილა კუნისის ერთ-ერთი ცნობილი ფილმის გმირად. მან წარმატებით გაიარა კონკურსის ყველა ტური და გაიმარჯვა კიდეც. კომპანია ორიფლეიმში იგი მოიწვიეს ოფიციალურ ვიზაჯისტად და გააფორმეს მასთან კონტრაქტი. 

რას მოელი ახალი კონტრაქტისგან? რა შემოქმედებითი გეგმები გინდა განახორციელო? 

მე ავირჩიე ეს საქმე პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მომწონს. რათქაუნდა ეს ჩემთვის გამოწვევაა და ორიფლეიმის წყალობით მე მეძლევა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ვისწავლო მეტი, განვითარდე და მივაღწიო წარმატებას.   

რა გიყვარს მაკიაჟში ყველაზე მეტად?

მე მომწონს შემოქმედებითი ექსპერიმენტები და ყოველთვის ვიყენებ კოსმეტიკას ახალ ამპლუაში. მე თავად მიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, ახლის ძიება, ჩემთვის მთავარია ვიყო განსხვავებული ყოველდღე. 

"ალიონას ძლიერი მხარე - უნიკალური მხატვრული გემოვნება და ფერთა შეგრძნება".


оრას ნიშნავს შენთვის სილამაზე მაკიაჟის კონტექსტში? როგორია შენთვის ამ ცნებების თანაარსებობა?

რას ნიშნავს ლამაზი სახე? ანატომიური კანონებით პირველ რიგში იგი უნდა იყოს სიმეტრიული. მაკიაჟი ეს არის საშუალება ცოტა შესწორება შეიტანო ნაკვთებში და ამას უნდა მიუდგე გონებით. მაკიაჟი სახის ინდივიდუალურობის გათვალისწინების გარეშე მხოლოდ აფუჭებს გარეგნულ იერს. მე ვთვლი უაზროდ ნებისმიერ ყველაზე მოდურ მაკიაჟს თი ის არ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას.
ჩემთვის ბაზა არის ყოველდღე - სუფთა, მოვლილი კანი, აპრეხილი წამწამები და წარბის სწორი კორექცია. გოგონა უნდა გამოიყურებოდეს ბუნებრივად და ამასთან ერთად მოვლილი უნდა იყოს.
მაკიაჟი - ეს სახის ნაწილია, ამიტომ მე არ განვიხილავ მას სხვა დანარჩენთან კავშირის გარეშე. ის თამაშობს მთავარ როლს და განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია.

რას უსურვებდი ჩვენს მკითხველებს?

Алена Терещенкоბოლომდე არ მჯეროდა გამარჯვების, ეს ნამდვილი სასწაულია - მე ჩამოვედი პატარა ქალაქიდან და ორიფლეიმის დახმარებით მივიღე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გავზრდილიყავი და განვითარებულიყავი. მე მინდა ყველას ვუსურვო დაისახონ მიზანი, საჭირო არა არის მხოლოდ იოცნებო და გჯეროდეს შენი თავის, არამედ უნდა იმოძრაო. გააკეთე ყველაფერი მისი ასრულებისთვის.


ტექსტი: ფოტო: პრეს-მასალები, პირადი არქივი