Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

საზოგადოებრივი საქმიანობა

Oriflame ყოველთვის მხარს უჭერდა მათ, ვინც ცდილობს აიხდინოს ოცნებები. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება ქველმოქმედების საკითხზეც, რომლითაც კომპანია მისი დაარსების დღიდან, 1967 წლიდან არის დაკავებული.


Oriflame ფონდი


ღრმად გვწამს, რომ ჩვენი დახმარება მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენისათვის - ბავშვებისა და ახალგაზრდა ქალბატონებისათვის - მისცემს მათ ოცნებების ასრულების შესაძლებლობას. დამოუკიდებელი ინიციატივების მხარდაჭერის მტკიცე განზრახვა წარმოადგენს ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მთავარ პრინციპს, და ეს სრულიად შეესატყვისება ორიფლეიმის ბიზნეს-მოდელს.
   
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ჩვენ გავაერთიანეთ ყველა საქველმოქმედო პროექტი ორიფლეიმის საქველმოქმედო ფონდში. ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რომელთაც არა მხოლოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ საგანმანათლებლო ინიციატივების წარმატებულ განხორციელებაში, არამედ ასევე იზიარებენ ჩვენს მიზნებსა და ღირებულებებს. 
  



აფ იოკნიკის ფონდი

ჩვენ გვჯერა, რომ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წვლილი შეიტანოს უკეთესი საზოგადოების შექმნაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი ორგანიზაციებისა და ადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც მუშაობენ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
 
ჩვენ ფოკუსირებული ვართ ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც დადებითად აისახება ბავშვების კეთილდღეობაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დემოკრატიულ განვითარებასა და კლიმატზე.
 
ჩვენ მხარს ვუჭერთ გლობალურ პროექტებს და ვმუშაობთ ორგანიზაციებთან ყველა კონტინენტზე. ჩვენ მხარი დავუჭირეთ 250-ზე მეტ პროექტს 65 ქვეყანაში, ხუთ კონტინენტზე და უზრუნველვყავით განათლება 100 000-ზე მეტი ბავშვისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში.